თბილისის თოჯინების მუზეუმი დედაქალაქის საკრებულოში განთავსდება

© photo: Sputnikთბილისის საკრებულო
თბილისის საკრებულო - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი საბავშვო მწერალმა და პედაგოგმა თინათინ თუმანიშვილმა 1937 წელს დააარსა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი დედაქალაქის საკრებულოს შენობაში განთავსდება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მუზეუმი სხვადასხვა დროს სხვადასხვა შენობაში იყო განთავსებული, მათ შორის, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ბინაში შავთელის ქუჩაზე, ბოლოს კი – აღმაშენებლის გამზირზე.
კალაძის განცხადებით, საკრებულოში მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის პროექტირება მიმდინარე წელს დაიწყება.

„თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ფონდში უნიკალური ნიმუშებია დაცული. სასიხარულოა, რომ ის თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, თოჯინების უნიკალური და ძვირფასი ნიმუშები დაათვალიეროს. მუზეუმის მოწყობის ხარჯები კი 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი საბავშვო მწერალმა და პედაგოგმა თინათინ თუმანიშვილმა 1937 წელს დააარსა. თავიდან, თოჯინების გარდა, პირველ კოლექციაში შესული იყო სათამაშო ჭურჭელი, სათამაშოები, წიგნები და ხელნაწერები.
90-იან წლებში მუზეუმი გაიქურდა – დაიკარგა ჰოლანდიელი, ფრანგი და შვეიცარელი ოსტატების მიერ დამზადებული 24 თოჯინა. მუზეუმი დამთვალიერებლისთვის 15 წელი დაკეტილი იყო. 2009 წელს მუზეუმის კოლექცია შეივსო და კვლავ გაიხსნა.
დღეს თოჯინების მუზეუმი დაახლოებით 3 ათას იშვიათ ექსპონატს ითვლის. ეს არის XIX-XX საუკუნეების თოჯინები ინდოეთიდან, ჩინეთიდან, იაპონიიდან, ევროპის ქვეყნებიდან.
ყველა ახალი ამბავი
0