https://sputnik-georgia.com/20220608/tavdasxma-davit-berzenisvilze-irakli-xomasurizes-patimroba-seefarda-267264469.html
თავდასხმა დავით ბერძენიშვილზე: ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა
თავდასხმა დავით ბერძენიშვილზე: ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა
Sputnik საქართველო
ხომასურიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2019 წელს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.
2022-06-08T19:33+0400
2022-06-08T19:33+0400
2022-06-08T23:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ადამიანის უფლებები საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/02/247010237_0:26:2048:1178_1920x0_80_0_0_b68d23ad9d67d6de56b1c7ddbf4f190f.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.შემთხვევა 6 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს აგრესიულად განწყობილმა ორმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოსებს დახმარებისთვის პოლიციის გამოძახება მოუწიათ.ბრალდების მხარემ სხდომაზე პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივად 1.000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.აღსანიშნავია, რომ ხომასურიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ბერძენიშვილმა მას ხელი პირველმა მოუქნია: „ხელი მომიქნია და მეც მოვუქნიე“. მისი თქმით, ბერძენიშვილი „საშიში“ ადამიანია. მოსამართლემ ირაკლი ხომასურიძე დარბაზიდან გააძევა და განუმარტა, რომ სასამართლო პოლიტიკური ტრიბუნა არ არის.გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით განახორციელა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.ხათუნა სამნიძეს და დავით ბერძენიშვილს თავს დაესხნენ: ერთი პირი დაკავებულია >>დაკავებული ირაკლი ხომასურიძე ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით ლგბტ-თემის მისამართით. კერძოდ, ხომასურიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2019 წელს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. ფილმი ორი მოცეკვავის არატრადიციულ სიყვარულს ეძღვნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/02/247010237_222:0:1826:1203_1920x0_80_0_0_6a371d1592d8588104e7131b0c9b8f11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თავდასხმა დავით ბერძენიშვილი ირაკლი ხომასურიძი პატიმრობა
თავდასხმა დავით ბერძენიშვილი ირაკლი ხომასურიძი პატიმრობა
თავდასხმა დავით ბერძენიშვილზე: ირაკლი ხომასურიძეს პატიმრობა შეეფარდა
19:33 08.06.2022 (განახლებულია: 23:34 08.06.2022) ხომასურიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2019 წელს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსთაველის გამზირზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ხომასურიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შემთხვევა 6 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ტაძართან მოხდა. „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებს ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს აგრესიულად განწყობილმა ორმა მამაკაცმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიტიკოსებს დახმარებისთვის პოლიციის გამოძახება მოუწიათ.
ბრალდების მხარემ სხდომაზე პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორის განცხადებით, არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეები. დაცვის მხარე კი ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ხოლო ალტერნატივად 1.000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია.
აღსანიშნავია, რომ ხომასურიძემ სასამართლო დარბაზში განაცხადა, რომ ბერძენიშვილმა მას ხელი პირველმა მოუქნია: „ხელი მომიქნია და მეც მოვუქნიე“. მისი თქმით, ბერძენიშვილი „საშიში“ ადამიანია. მოსამართლემ ირაკლი ხომასურიძე დარბაზიდან გააძევა და განუმარტა, რომ სასამართლო პოლიტიკური ტრიბუნა არ არის.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ ძალადობა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით განახორციელა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. სისხლის სამართლის საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება.
აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
დაკავებული ირაკლი ხომასურიძე ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით ლგბტ-თემის მისამართით. კერძოდ, ხომასურიძე აქტიურ მონაწილეობას იღებდა 2019 წელს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში. ფილმი ორი მოცეკვავის არატრადიციულ სიყვარულს ეძღვნება.