სალომე ზურაბიშვილი მის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სარჩელს პირველად გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში ჯერ კიდევ მარტში დაადანაშაულა.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილების საკითხი ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით არანაირ გავლენას არ იქონიებს ქვეყნის მომავალზე.
მთავრობა დარწმუნებულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დაამტკიცებს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება უარყოს მინისტრთა კაბინეტის წარდგინებები ელჩების დანიშვნის ან გათავისუფლების შესახებ. ჯერ კიდევ მარტში მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა.

„შეიძლება მომავალ კვირას, შეიძლება ხვალვე, არ ვიცი ზუსტად როდის, წყდება ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი ნამდვილად არ არის დაკავშირებული იმასთან, თუ ვინ დანიშნავს ელჩს, რა ადგილას და როდის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში.

ამასთან პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ამ თემაზე კომენტარს გააკეთებს მოგვიანებით, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ამჟამად სალომე ზურაბიშვილი იტალიაში სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.
„ამის დრო მოვა, როცა ვიქნები თბილისში და არა მაშინ, როცა ვიმყოფები ევროპის გულში ჩვენთვის ევროპის გზაზე გადამწყვეტ მომენტში. ეს გზა თუ გვინდა, ამ გზაზე მყარად უნდა ვიდგეთ და სხვა რაღაცებზე არ ვფიქრობდეთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თეა წულუკიანი: ევროდეპუტატები აგრესიულად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში >>
საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განაცხადი 3 მარტს გააკეთა. კითხვარი ქვეყანას დაჩქარებული წესით გადმოეცა, რომელიც საქართველომ უმოკლეს ვადებში შეავსო. შევსებული კითხვარის პირველი ნაწილი ევროკავშირს 2 მაისს გადაეცა, მეორე ნაწილი 10 მაისს.
საქართველოს სტატუსის შესახებ ევროკომისიის შეფასებითი ანგარიში, სავარაუდოდ, ამ კვირაში იქნება მზად. პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ შეასრულა საშინაო დავალება და ახლა ევროკავშირისგან პოლიტიკურ და სიმბოლურ გადაწყვეტილებას ელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის ქვეყნებს შორის წამყვანი ქვეყანაა.
ყველა ახალი ამბავი
0