https://sputnik-georgia.com/20220608/ratom-ar-gamovida-zelenski-saqartvelos-parlamentsi-papuasvilis-pasuxi-267262633.html
რატომ არ გამოვიდა ზელენსკი საქართველოს პარლამენტის წინაშე - პაპუაშვილის პასუხი
რატომ არ გამოვიდა ზელენსკი საქართველოს პარლამენტის წინაშე - პაპუაშვილის პასუხი
Sputnik საქართველო
ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის თემა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წამოწიეს. 08.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-08T18:52+0400
2022-06-08T18:52+0400
2022-06-08T23:05+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:141:1920:1221_1920x0_80_0_0_b516c900e6c8f1dcd3b4780e293d4e46.jpg
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ გამოვიდა მიმართვით საქართველოს პარლამენტის წინაშე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის თემა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წამოწიეს, რომლებმაც ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინის პრეზიდენტის მიმართვის წინააღმდეგია.მან სამწუხარო ფაქტი უწოდა იმას, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, თუ რა გააკეთა ქვეყანამ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, საიდანაც უკრაინის ხელისუფლებამ ელჩი გაიწვია.„ამიტომაც ვვარაუდობ, რომ ზელენსკი მასპინძლობის თხოვნით არ მიმართავს იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელთანაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.უკრაინის განათლების მინისტრი: დიდი მადლობა საქართველოს ჩვენი ბავშვების მხარდაჭერისთვის>>ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩები საქართველოდან და მაროკოდან მარტის ბოლოს გაიწვია. მან ეს დიპლომატების მუშაობის არასაკმარისი პროდუქტიულობით განმარტა, რადგან ქვეყნები, რომლებშიც ისინი მუშაობენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1d/266306471_0:106:1566:1281_1920x0_80_0_0_09b747b8060319e69b74dad5406e5564.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, უკრაინა
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, უკრაინა
რატომ არ გამოვიდა ზელენსკი საქართველოს პარლამენტის წინაშე - პაპუაშვილის პასუხი
18:52 08.06.2022 (განახლებულია: 23:05 08.06.2022) ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის თემა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წამოწიეს.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ არ გამოვიდა მიმართვით საქართველოს პარლამენტის წინაშე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის თემა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა წამოწიეს, რომლებმაც ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უკრაინის პრეზიდენტის მიმართვის წინააღმდეგია.
„უკრაინის პრეზიდენტს არცერთხელ არ გამოუთქვამს სურვილი და ალბათ არის ამის მიზეზი. მე ვვარაუდობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თქვენ იცით, სამწუხაროდ, დღემდე საუბარი იყო, რომ თითქმის არ დარჩა ევროპის არცერთი ქვეყანა, სადაც პარლამენტში არ გამოსულა ან არ მიუმართავს უკრაინის პრეზიდენტს. არათუ თითქმის, ევროპაში არ არის არცერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინას გაწვეული ჰყავს ელჩი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მან სამწუხარო ფაქტი უწოდა იმას, რომ საქართველო, მიუხედავად იმისა, თუ რა გააკეთა ქვეყანამ უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, საიდანაც უკრაინის ხელისუფლებამ ელჩი გაიწვია.
„ამიტომაც ვვარაუდობ, რომ ზელენსკი მასპინძლობის თხოვნით არ მიმართავს იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელთანაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ელჩები საქართველოდან და მაროკოდან მარტის ბოლოს გაიწვია. მან ეს დიპლომატების მუშაობის არასაკმარისი პროდუქტიულობით განმარტა, რადგან ქვეყნები, რომლებშიც ისინი მუშაობენ, არ შეუერთდნენ დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.