გაირკვა ვინ დაიკავებს თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თავის მოადგილედ კახა გულედანი დაასახელა.
კახა გულედანი, რომელიც ამ პოსტზე ილია ელოშვილს ჩაანაცვლებს, ამ დრომდე თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებდა.

„მინდა საზოგადოებას წარვუდგინო კახა გულედანის კანდიდატურა, რომელიც ამ მიმართულებას ჩაიბარებს, რათა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდეს. კახა გულედანი წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელი სხდომა ილია ელოშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო. მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობა ილია ელოშვილის მიერ დაწყებულ თითოეულ პროექტს ბოლომდე მიიყვანს.
„თითოეული ჩვენგანისთვის დღეს უმძიმესი მთავრობის სხდომაა. ჩვენ შორის აღარ არის საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული საკუთარ საქმესა და ქვეყანაზე. ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც წარმატებით უძღვებოდა“, – აღნიშნა კალაძემ.
1 ივნისს თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
პრემიერ-მინისტრი ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს>>
47 წლის ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა, იქამდე ენერგეტიკის მინისტრი, მანამდე კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.
ყველა ახალი ამბავი
0