მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქი მინისტრი: უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტში პროგრესი შეინიშნება, თუმცა...

© Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიჰულუსი აკარი
ჰულუსი აკარი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხში გარკვეული პროგრესია, მაგრამ არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც განხილვას საჭიროებს, განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა.

„ჩვენ ვცდილობთ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ამ საკითხზე შედეგს. განვაგრძობთ დიალოგს რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან, ვაწარმოებთ დისკუსიებს გაეროსთან. მიღწეულია გარკვეული პროგრესი. ამავდროულად არის ტექნიკური საკითხები, რომლებიც განხილვის საგნად რჩება. კერძოდ: როგორ იფუნქციონირებს დერეფანი, ვინ განაღმავს პორტებს, რომელი გემები გააცილებენ მარცლეულით დატვირთულ ხომალდებს“, − ციტირებს მინისტრს საინფორმაციო სააგენტო Anadolu.

კითხვაზე, ვინ იქნება დერეფნის ეფექტურობის გარანტი, აკარმა განაცხადა, რომ „ამ პროცესს ამჟამად თურქეთი უწევს კოორდინაციას“.
მინისტრის თქმით, ასევე თურქეთი შეიძლება იყოს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებების ორგანიზატორი.
„შეხვედრები შესაძლებელია. გასულ შაბათს გაეროს წარმომადგენელმა მოლაპარაკება გამართა ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელთან. საკითხის გადაჭრაზე მხარეთა ნების გათვალისწინებით, პროცესი წინ მიიწევს“, − აღნიშნა მან.
დღეისათვის უკრაინის პორტებში დაახლოებით 20 მილიონი ტონა ხორბალია ბლოკირებული. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის კუთხით შექმნილ პრობლემებში. გაეროს განცხადებით, მარცვლეულის მიწოდების პრობლემამ შეიძლება გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს.
წყარო: Anadolu
ყველა ახალი ამბავი
0