მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პოლიტიკოსი ქალის განცხადებების გამო „ალ-ქაიდა“ინდოეთს ტერაქტებით ემუქრება

© AFP 2024 / Fadi al-Halabi„ალ-ქაიდას“ წევრები ალეპოში, სირია
„ალ-ქაიდას“ წევრები ალეპოში, სირია - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
თბილისი, 8 ივნისი − Sputnik. ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“ ინდოეთს ტერაქტებით ემუქრება მას შემდეგ, რაც ინდოეთის მმართველი პარტიის აწ უკვე ყოფილმა წარმომადგენელმა ნიპურ შარმამ წინასწარმეტყველ მუჰამედის შესახებ განცხადება გააკეთა, იუწყება Zee News.
გავრცელებული ცნობით, ქალბატონმა შარმამ სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, რომ „ხალხი დასცინის ისლამური რელიგიური წიგნების შინაარსს“, ხოლო თავად მუსლიმანები „ინდუისტურ რწმენას დასცინიან“.
მისმა გამონათქვამებმა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია მუსლიმანურ სახელმწიფოებთან, მათ შორის ირანთან, საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რომლებმაც დაგმეს ანტიმუსლიმური გამონათქვამები.
გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ინდოეთის ელჩები გამოიძახეს და პროტესტი გამოუცხადეს.
სკანდალის ფონზე ინდოეთის მთავრობა და მმართველი პარტია გაემიჯნენ ნიპურ შარმას განცხადებებს და, გარდა იმისა, რომ თანამდებობიდან გადააყენეს, ის პარტიიდანაც გარიცხეს.
დელის პოლიციამ შარმა და მისი ოჯახის წევრები დაცვის ქვეშ აიყვანა მუქარის შემცველი შეტყობინებების გამო და სისხლის სამართლის სამი საქმეც აღძრა მუქარებთან დაკავშირებით.
ტერორისტულმა ორგანიზაცია „ალ-ქაიდამ“ 6 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ თვითმკვლელი ტერორისტებით მოაწყობს თავდასხმებს დელიში, მუმბაიში, ასევე უტარ პრადეშსა და გუჯარათში. ტერორისტების თქმით, „წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხმყოფელები შეწყალებას ვერ ეღირსებიან“.
წყარო: Zee News
ყველა ახალი ამბავი
0