https://sputnik-georgia.com/20220607/saswrafos-tanamsromlebma-aqcia-moawyves-267222944.html
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა აქცია მოაწყვეს
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა აქცია მოაწყვეს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია ხელფასების მომატება და ღირსეული სამუშაო პირობები. 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T15:57+0400
2022-06-07T15:57+0400
2022-06-07T22:29+0400
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267213701_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_ec3ac5367adc66b92d241fc198ccedfb.jpg
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად თბილისში ჯანდაცვის სამინისტროსკენ აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.ხელფასის 100%-ით გაზრდის გარდა, ექიმები, მედდები და სამსახურების მძღოლები შრომის ღირსეულ პირობებსაც მოითხოვენ. დემონსტრანტების თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სამინისტროს წარმომადგენლებთან, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ აქციების გამართვა გადაწყვიტეს.აქციის მონაწილეები ჯერ საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების საკოორდინაციო ცენტრთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროსკენ გაემართნენ. ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების რიგით მესამე აქციაა.დღეს 16:00 საათზე დაგეგმილია აქციის მონაწილეებისა და პროფკავშირების წარმომადგენლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. მედიკოსების გარდა, შეხვედრას დაესწრებიან გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, მედიცინის პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი, პროფკავშირების იურისტი.აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საპილოტო პროექტი, რომელიც, ხელფასების მომატების ნაცვლად, სინამდვილეში წარმოადგენს 24-საათიანი სამუშაო დღიდან 12-საათიანზე გადასვლას (სამ დღეში ერთხელ).გარდა ამისა ისინი თვეზე მეტია დანამატს (500 ლარის ოდენობით) აღარ იღებენ, რომელიც მათ სახელმწიფოსგან კოვიდ-პროგრამის ფარგლებში ერიცხებოდათ. მათი თქმით, გამოძახებების რაოდენობა არ შემცირებულა, ამიტომაც ხელფასზე დანამატის გაუქმება უსამართლო გადაწყვეტილებაა.ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დანამატი უკავშირდებოდა კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებულ სერვისს. მიმდინარე პერიოდში კი კოვიდის დატვირთვასთან დაკავშირებული ანაზღაურების გაცემა შეჩერდა ჰოსპიტალურ ქსელსა და ყველა სხვა სივრცეში. აქედან გამომდინარე, კოვიდ-დანამატი სახელფასო ანაზღაურებაში როლს ვეღარ ითამაშებს.მედიკოსების თქმით, თითოეული მორიგეობისთვის სასწრაფო დახმარების უფროსი ექიმი 180 ლარს იღებს, უმცროსი ექიმი – 140 ლარს, ხოლო მძღოლი – 105 ლარს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267213701_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_afa071862745952817db6e4bf4619a2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა აქცია მოაწყვეს
15:57 07.06.2022 (განახლებულია: 22:29 07.06.2022) აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია ხელფასების მომატება და ღირსეული სამუშაო პირობები.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად თბილისში ჯანდაცვის სამინისტროსკენ აქცია-მსვლელობა მოაწყვეს.
ხელფასის 100%-ით გაზრდის გარდა, ექიმები, მედდები და სამსახურების მძღოლები შრომის ღირსეულ პირობებსაც მოითხოვენ. დემონსტრანტების თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ სამინისტროს წარმომადგენლებთან, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ამიტომ აქციების გამართვა გადაწყვიტეს.
აქციის მონაწილეები ჯერ საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების საკოორდინაციო ცენტრთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჯანდაცვის სამინისტროსკენ გაემართნენ. ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების რიგით მესამე აქციაა.
დღეს 16:00 საათზე დაგეგმილია აქციის მონაწილეებისა და პროფკავშირების წარმომადგენლების შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. მედიკოსების გარდა, შეხვედრას დაესწრებიან გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, მედიცინის პროფკავშირის პრეზიდენტი ირაკლი ამირანაშვილი, პროფკავშირების იურისტი.
აქციაზე შეკრებილების განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საპილოტო პროექტი, რომელიც, ხელფასების მომატების ნაცვლად, სინამდვილეში წარმოადგენს 24-საათიანი სამუშაო დღიდან 12-საათიანზე გადასვლას (სამ დღეში ერთხელ).
გარდა ამისა ისინი თვეზე მეტია დანამატს (500 ლარის ოდენობით) აღარ იღებენ, რომელიც მათ სახელმწიფოსგან კოვიდ-პროგრამის ფარგლებში ერიცხებოდათ. მათი თქმით, გამოძახებების რაოდენობა არ შემცირებულა, ამიტომაც ხელფასზე დანამატის გაუქმება უსამართლო გადაწყვეტილებაა.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დანამატი უკავშირდებოდა კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებულ სერვისს. მიმდინარე პერიოდში კი კოვიდის დატვირთვასთან დაკავშირებული ანაზღაურების გაცემა შეჩერდა ჰოსპიტალურ ქსელსა და ყველა სხვა სივრცეში. აქედან გამომდინარე, კოვიდ-დანამატი სახელფასო ანაზღაურებაში როლს ვეღარ ითამაშებს.
მედიკოსების თქმით, თითოეული მორიგეობისთვის სასწრაფო დახმარების უფროსი ექიმი 180 ლარს იღებს, უმცროსი ექიმი – 140 ლარს, ხოლო მძღოლი – 105 ლარს.