მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა - აშშ ენერგეტიკულ კრიზისს ელოდება

© AP Photo / Patrick Semansky
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სახელმწიფოს ელექტროენერგიით უზრუნველყოფის სფეროში არსებული კრიტიკული მდგომარეობის გამო, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ასევე ცუდი კლიმატური პირობების გამო წარმოიშვა, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

„მე, ჯოზეფ ბაიდენი-უმცროსი, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციითა და კანონებით მინიჭებული უფლებამოსილებით <…> ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას ელექტროენერგიაზე მომხმარებლების მოსალოდნელი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო სიმძლავრეებთან დაკავშირებული საფრთხეების გამო“, — ნათქვამია განცხადებაში.

როგორც პრეს-რელიზშია აღნიშნული, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ენერგიის ბაზრებზე შეფერხებები გამოიწვია, ხოლო ძლიერი სიცხეები და გვალვები ელექტროენერგიის დეფიციტსა და მასზე დიდ მოთხოვნას წარმოშობს. ეს ფაქტორები საფრთხეს უქმნის აშშ-ის შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს ელექტროენერგიაზე მომხმარებელთა მოთხოვნა ქვეყანაში, ნათქვამია პრეს-რელიზში.
თეთრი სახლის განმარტებით, სახელმწიფოს ამ მომენტისთვის არ შეუძლია საკმარისი რაოდენობით მზის პანელების იმპორტი. ამასთან დაკავშირებით ბაიდენმა გასცა განკარგულება, განიხილონ კამბოჯიდან, მალაიზიიდან, ტაილანდიდან და ვიეტნამიდან მზის მოდულების იმპორტზე გადასახადების გაუქმების შესაძლებლობა 24 თვით, ან საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე.
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
მსოფლიო დღეს
გამორთეთ შუქი და კონდიციონერები: იაპონია ელექტროენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადადის
ამასთან, ბაიდენის გადაწყვეტილების შესაბამისად, ვაჭრობის მინისტრ ჯინა რაიმონდოს დამატებითი უფლებამოსილებები მიენიჭა ენერგეტიკის დარგში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის.
ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაპონიის მთავრობამ, რომელიც ზამთარში ელექტროენერგიის დეფიციტს ელოდება, ქვეყანაში ელექტროენერგიის დაზოგვის რეჟიმი შემოიღო, რომელიც მანამდე ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ზე ავარიის შემდეგ დაინერგა (2011 წ.) და 2015 წლამდე მოქმედებდა.
იაპონიის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ წლევანდელი ზამთრის სეზონი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე გამოდგეს 2012 წლის შემდეგ. მიზეზად დასახელებულია გათხევადებული ბუნებრივი აირის გაძვირება და ელექტროენერგიის სტაბილურად მიწოდების სავარაუდო პრობლემები.
წყარო: White House
ყველა ახალი ამბავი
0