ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© photo: Sputnik / Alex Maknoton / გადასვლა მედიაბანკშილონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,45%-ით შემცირდა და 86,2 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,86%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,24%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 6,03% მოგებით 99,96 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 96,67 პუნქტის ფასით, 8,19% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,04%-ით გაიზარდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,06%-ით გაიზარდა 85,21 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 7,05%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 4,52%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 16,2 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 548 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,48–16,6 ფუნტის დიაპაზონში.
ამოქმედდა ახალი კანონი: კორპორატიული მართვის კოდექსი ემიტენტებისთვის>>
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში გაიზარდა 2,46%-ით და ერთ აქციაზე 6,66 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 281 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 6,48–6,67 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 4,28%-ით შემცირდა 14,3 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 131 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 14,26–15,18 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0