ქართული სამზარეულო ამერიკაში - ეროვნული კერძების სასარგებლო თვისებები

© photo: courtesy of Irina Kazhilotiირინა კაჟილოტი
ირინა კაჟილოტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
გამოწერა
დღეს ყველა ეთანხმება მოსაზრებას, რომ კულინარია ისეთივე ხელოვნებაა, როგორიც, მაგალითად, მხატვრობა ან მუსიკა.
გემრიელი საკვების მომზადებისთვის განსაკუთრებული ნიჭი და ცოდნაა აუცილებელი, რადგან სწორად შერჩეულ ინგრედიენტებს მოითხოვს. ამასთან, კულინარიული ნამუშევარი მიმზიდველი იერითაც უნდა გამოირჩეოდეს და, რაც მთავარია, ადამიანის ჯანმრთელობისთვის იყოს სასარგებლო.
ამ ფაქტს მსოფლიოში უდიდესი ყურადღება ექცევა და მსგავს საკითხებს ნუტრიციოლოგია სწავლობს. თბილისელი ირინა კაჟილოტი წლებია ამერიკაში ცხოვრობს, მაგრამ საქართველოსთან სულიერი კავშირი დღემდე შეინარჩუნა. ქართული სამზარეულოსადმი სიყვარული კი შორეულ ქვეყანაში მან პროფესიად აქცია.
© photo: courtesy of Irina Kazhilotiდედასთან ერთად
დედასთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
დედასთან ერთად
- ქალბატონო ირინა, მშობლებმა როგორ გადაწყვიტეს ამერიკაში საცხოვრებლად გადასვლა?
- მათ ძალიან უყვართ საქართველო, ამიტომ მათთვის ძნელი იყო სამშობლოს და წინაპრების საფლავების დატოვება და ცხოვრების თავიდან დაწყება, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება მაინც მიიღეს. პირველებმა ამერიკაში წასვლა ადრეულ 80-იანებში ჩემმა უფროსმა დამ და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს. მე დავიბადე თბილისში, ქართველ ებრაელთა ოჯახში. მეორე კლასამდე ბარათაშვილის აღმართზე ვიზრდებოდი ტრადიციულ, თბილისურ ეზოში, სადაც ყველა ეროვნების ადამიანი უდიდეს სიყვარულში და პატივისცემაში ვცხოვრობდით. ჩემი მშობლებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათი შთამომავლობა ერთად ყოფილიყო. ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბანში, Forest Hill-ში დავსახლდით. ბედმა ჩემს მეორე ნახევართანაც ამ უბანში შემახვედრა. აქ ჩამოსვლისთანავე გავიცანი თბილისიდან ემიგრირებული ზურა კაჟილოტი და ოჯახის შექმნა ძალიან მალე გადავწყვიტეთ.
© photo: courtesy of Irina Kazhilotiირინა კაჟილოტი
ირინა კაჟილოტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ირინა კაჟილოტი
- თქვენ მათ რიცხვში ხართ, ვინც ქართულ ტრადიციებს დღემდე არ ღალატობს...
- ჩვენს ოჯახში ყოველ სუფრაზე ტრადიციულად საქართველოს სადღეგრძელოც ისმება და ქართული ჰანგებიც ისმის. ამერიკაში ჩვენმა ოჯახმა მაქსიმალურად შეინარჩუნა ქართული ტრადიციები, ეს იქნება სტუმარ-მასპინძლობა, ახლობლებთან ურთიერთობა, დღესასწაულების აღნიშვნა, სამზარეულო თუ ქართული ენის სწავლა მომავალი თაობისთვის. საახალწლო სუფრას კი გვიმშვენებს გოზინაყი, ჩურჩხელები, ხაჭაპური და ფხალეულობა. კულინარია ჩემი ბავშვობის განუყრელი ნაწილია, რომელიც დედასთან ასოცირდება.
© photo: courtesy of Irina Kazhilotiირინა კაჟილოტის კულინარიული ნახელავი
ირინა კაჟილოტის კულინარიული ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ირინა კაჟილოტის კულინარიული ნახელავი
- ამერიკაში როგორ აღმოჩნდით კულინარიულ სფეროში?
- ჯერ მოგახსენებთ, რომ ნუტრიციოლოგია მეცნიერებაა ჯანსაღი კვების, სწორი რაციონისა და ცხოვრების წესის შესახებ. ამ მეცნიერებით 90-იანებში სრულიად შემთხვევით დავინტერესდი, როდესაც მორიგი არასწორი დიეტის დროს საავადმყოფოში ნაღვლის ბუშტის მწვავე შეტევით მოვხვდი, რასაც შემდგომ ოპერაცია მოჰყვა. სულ მალე ჩემი მეგობარი, რომელიც ასეთივე დიეტას იცავდა, ანალოგიური სიმპტომებით მოხვდა ექიმთან. ამ ამბავმა ძალიან დამაფიქრა და დავიწყე მოკვლევა. გადავწყვიტე ეს სფერო ძირფესვიანად შემესწავლა. დავამთავრე ინტეგრაციული ნუტრიციოლოგიის ინსტიტუტი, სადაც ისწავლებოდა ინდივიდუალური მიდგომა თითოეული ადამიანის მიმართ მათი ჯანმრთელობის, წარმოშობის, ცხოვრების წესის, გენეტიკის და სოციალური სტატუსიდან გამომდინარე.
© photo: courtesy of Irina Kazhilotiირინა კაჟილოტის კულინარიული ნახელავი
ირინა კაჟილოტის კულინარიული ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ირინა კაჟილოტის კულინარიული ნახელავი
- ამერიკაში ჭარბი წონის პრობლემა ბევრს აქვს?
- ჭარბი წონა 21-ე საუკუნის დაავადებათა შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია, ეს კაცობრიობის მიერ ხელოვნურად შექმნილი ეპიდემიაა. ამერიკის მოსახლეობის 1/3 ჭარბწონიანია იმის გამო, რომ მოსახლეობის უმეტესობას საკმარისი ცოდნა არ გააჩნია. ისინი ძირითადად სწრაფი კვების ობიექტებში იკვებებიან, რაც იწვევს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ანთებებს, წონის მატებას და ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების ჩამოყალიბებას როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მე ყველას ვურჩევ, რომ გაიმზადონ საკვები, რომლის 50%-ს სხვადასხვა სახის ბოსტნეული შეადგენს. ხოლო საკვების მეორე 50% უნდა იყოს პროტეინის წყარო და კარბოჰიდრატები (ნახშირწყლები). თუ ადამიანს წონის დაკლება სურს, ცხიმი და კარბოჰიდრატი ერთმანეთს არ უნდა აურიოს.
© photo: courtesy of Irina Kazhilotiირინა კაჟილოტის კულინარიული ნახელავი
ირინა კაჟილოტის კულინარიული ნახელავი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ირინა კაჟილოტის კულინარიული ნახელავი
-თავად ალბათ სწორად იკვებებით...
- ყოველ დილას ვიწყებ კენკროვანი ხილით და სელის ზეთით, რომელიც ჰორმონების ერთ-ერთი დასაბალანსებელი საშუალებაა. ასევე ლიმნიანი ცხელი წყლით, რაც შეიცავს ბევრ სასარგებლო მინერალურ ნივთიერებასა და ვიტამინ C-ს, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ეს ხელს უწყობს ორგანიზმის სწორად გამოღვიძებას, აწესრიგებს ნერვულ სისტემას და არეგულირებს არტერიულ წნევას. წყალი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და მისგან ტოქსინებისა და შლაკების გამოდევნას. არაფრით არ შეიძლება ახალგაღვიძებულ ორგანიზმს მძიმე საკვები მიეწოდოს. ყველას ვურჩევდი, რომ თავი მოარიდონ შაქარს, რადგან უმეტესობა დაავადებებისა სწორედ შაქრით საზრდოობს. გირჩევთ დღეში 3-4-ჯერ, მაგრამ პატარა ულუფებით იკვებოთ.
- ქართული სამზარეულო რამდენად სასარგებლოა და პოპულარული ამერიკაში?
- ამერიკაში ჩვენი ფხალეულის სასარგებლო თვისებებზე ყველას ვესაუბრები. ბოლო დროს ქართული სამზარეულო ძალიან პოპულარული გახდა შტატებში. ბევრი რესტორანი გაიხსნა და, თქვენ წარმოიდგინეთ, იქ შესვლაზე ამერიკელების რიგი დგას. რა თქმა უნდა, ხაჭაპური და ხინკალი აქ უკვე ყველამ იცის. რადგან ქართული კერძები გემრიელია, მაგრამ ძირითადად ცხიმიანი, ამიტომ ვცდილობ, რომ ყველას გავაგებინო ქართული სამზარეულოს ჯანმრთელი კერძებიც, რომელსაც, მე, როგორც ნუტრიციოლოგი, ძალიან ვაფასებ. ჩვენი ფხალეული, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასწაულად სასარგებლოა. ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ამერიკელ კლიენტს ვასწავლე მათი მომზადება და ისინი სიამოვნებით აკეთებენ.
ნინი მამულაშვილი
ყველა ახალი ამბავი
0