https://sputnik-georgia.com/20220607/bred-piti-anjelina-joli-267210734.html
„ბრედი განრისხებულია“ - ბავშვების გარდა რა ვერ გაიყო ყოფილმა წყვილმა
„ბრედი განრისხებულია“ - ბავშვების გარდა რა ვერ გაიყო ყოფილმა წყვილმა
Sputnik საქართველო
თუ ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა, ახლა ომი მორიგ ვარსკვლავურ წყვილს შორის გამწვავდა. 07.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-07T17:30+0400
2022-06-07T17:30+0400
2022-06-07T22:46+0400
ყვითელი ამბები
საზოგადოება
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24102/15/241021536_0:0:2929:1648_1920x0_80_0_0_38205a9c39810badf7924c5e5ffac894.jpg
საუბარია ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლიზე. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ ანჯელინამ საფრანგეთში მდებარე ღვინის საწარმო „შატო მირაველის“ წილი რუს ოლიგარქს იური შიფლერს მიჰყიდა და ამის შესახებ ბრედს არც დაეკითხა. პიტმა სასამართლოს მიმართა, სარჩელი ანჯელინას წინააღმდეგ შეიტანა და რუს ოლიგარქთან ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვა, თუმცა ჯოლი ამას არ აპირებს.დასავლური მედია წერს, რომ ბრედი განრისხებულია და დანებებას არ აპირებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირადი უთანხმოება შესაძლოა საერთაშორისო სკანდალამდეც კი მივიდეს.ინსაიდერების ცნობით, ბრედი ყოფილ ცოლს „შხამიან გარიგებებში“ ადანაშაულებს, მისი აზრით, ჯოლი ამ ყველაფერს მისი წყობიდან გამოსაყვანად აკეთებს. აღსანიშნავია, რომ იური შიფლერი რუსული არყის კომპანია „სტოლიჩნაიას“ მფლობელია.ჯოლი-პიტის წყვილმა „შატო მირაველი“ 2008 წელს 28,4 მილიონ დოლარად შეისყიდა, თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი მაინც ბრედის გადახდილი იყო.
https://sputnik-georgia.com/20211103/bred-piti-anjelina-joli-shvilebi-261749573.html
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24102/15/241021536_81:0:2812:2048_1920x0_80_0_0_c5a3791f15829173fa8ce3704dff9c74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, აშშ
„ბრედი განრისხებულია“ - ბავშვების გარდა რა ვერ გაიყო ყოფილმა წყვილმა
17:30 07.06.2022 (განახლებულია: 22:46 07.06.2022) თუ ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა, ახლა ომი მორიგ ვარსკვლავურ წყვილს შორის გამწვავდა.
საუბარია ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლიზე. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გახდა ცნობილი, რომ ანჯელინამ საფრანგეთში მდებარე ღვინის საწარმო „შატო მირაველის“ წილი რუს ოლიგარქს იური შიფლერს მიჰყიდა და ამის შესახებ ბრედს არც დაეკითხა. პიტმა სასამართლოს მიმართა, სარჩელი ანჯელინას წინააღმდეგ შეიტანა და რუს ოლიგარქთან ხელშეკრულების დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვა, თუმცა ჯოლი ამას არ აპირებს.
დასავლური მედია წერს, რომ ბრედი განრისხებულია და დანებებას არ აპირებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირადი უთანხმოება შესაძლოა საერთაშორისო სკანდალამდეც კი მივიდეს.
ინსაიდერების ცნობით, ბრედი ყოფილ ცოლს „შხამიან გარიგებებში“ ადანაშაულებს, მისი აზრით, ჯოლი ამ ყველაფერს მისი წყობიდან გამოსაყვანად აკეთებს. აღსანიშნავია, რომ იური შიფლერი რუსული არყის კომპანია „სტოლიჩნაიას“ მფლობელია.
ჯოლი-პიტის წყვილმა „შატო მირაველი“ 2008 წელს 28,4 მილიონ დოლარად შეისყიდა, თუმცა თანხის უმეტესი ნაწილი მაინც ბრედის გადახდილი იყო.