https://sputnik-georgia.com/20211103/bred-piti-anjelina-joli-shvilebi-261749573.html
ბრედ პიტი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი შვილებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს
ბრედ პიტი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი შვილებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს
Sputnik საქართველო
ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. გასულ თვეში ბრედს მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია არ დაუკმაყოფილეს, თუმცა მისი... 03.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-03T17:01+0400
2021-11-03T17:01+0400
2021-11-03T21:13+0400
აშშ
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23391/05/233910586_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_2d133e57c2a697184b9962d9cf1b96da.jpg
ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. გასულ თვეში ბრედს მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია არ დაუკმაყოფილეს, თუმცა მისი ადვოკატები დანებებას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობენ რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწიონ.ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი უკმაყოფილოა იმით, რომ ანჯელინა ჯოლი მის შვილებს გამუდმებით სახალხოდ აჩენს. მისი აზრით, ჯოლი მათ პირადი ინტერესებისთვის იყენებს.„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ, როგორ შეიძლება ეს მოსაწონი იყოს?!“ – ციტირებს ინსაიდერი. მისი თქმით, პიტი და ჯოლი საზოგადოებაში ბავშვებთან სრულიად განსხვავებულად იქცევიან. მაშინ, როცა ანჯელინა პერიოდულად გადის მათთან და ინტერვიუებში მათზე საუბრობს, ბრედი არასდროს აკეთებს ამას.ბოლო ორი კვირაა, ანჯელინა ჯოლი ხუთ შვილთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. „მარველის“ „მარადიულების“ პრემიერაზე ის შვილებთან ერთად არაერთხელ გამოჩნდა.მას შემდეგ, რაც ცნობილი წყვილი 2016 წელს დაშორდა, ისინი შვილებზე მეურვეობისთვის სასამართლოში წლებია იბრძვიან. ამჟამად ექვსივე ბავშვი - სამი ნაშვილები და სამი ბიოლოგიური ანჯელინასთან ცხოვრობს.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23391/05/233910586_132:0:2863:2048_1920x0_80_0_0_7ec75242a55c6f424f85926a8215bfa0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლი შვილები
ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლი შვილები
ბრედ პიტი დარწმუნებულია, რომ ანჯელინა ჯოლი შვილებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს
17:01 03.11.2021 (განახლებულია: 21:13 03.11.2021) ბრედ პიტსა და ანჯელინა ჯოლის შორის სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. გასულ თვეში ბრედს მეურვეობის მოსაპოვებლად შეტანილი აპელაცია არ დაუკმაყოფილეს, თუმცა მისი ადვოკატები დანებებას არ აპირებენ და მაქსიმალურად ცდილობენ რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწიონ.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბრედ პიტი უკმაყოფილოა იმით, რომ ანჯელინა ჯოლი მის შვილებს გამუდმებით სახალხოდ აჩენს. მისი აზრით, ჯოლი მათ პირადი ინტერესებისთვის იყენებს.
„რატომ გამოჰყავს ბავშვები გამუდმებით სახალხოდ, როგორ შეიძლება ეს მოსაწონი იყოს?!“ – ციტირებს ინსაიდერი. მისი თქმით, პიტი და ჯოლი საზოგადოებაში ბავშვებთან სრულიად განსხვავებულად იქცევიან. მაშინ, როცა ანჯელინა პერიოდულად გადის მათთან და ინტერვიუებში მათზე საუბრობს, ბრედი არასდროს აკეთებს ამას.
ბოლო ორი კვირაა, ანჯელინა ჯოლი ხუთ შვილთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. „მარველის“ „მარადიულების“ პრემიერაზე ის შვილებთან ერთად არაერთხელ გამოჩნდა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი წყვილი 2016 წელს დაშორდა, ისინი შვილებზე მეურვეობისთვის სასამართლოში წლებია იბრძვიან. ამჟამად ექვსივე ბავშვი - სამი ნაშვილები და სამი ბიოლოგიური ანჯელინასთან ცხოვრობს.