https://sputnik-georgia.com/20220606/saqartvelos-premier-ministri-parlaments-angariss-ivnisis-bolos-caabarebs-267195943.html
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს ივნისის ბოლოს ჩააბარებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს ივნისის ბოლოს ჩააბარებს
Sputnik საქართველო
ანგარიშში ნათქვამია ინოვაციური ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამაზე
2022-06-06T23:50+0400
2022-06-06T23:50+0400
2022-06-06T23:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964939_0:0:2401:1350_1920x0_80_0_0_b70fa29f59cdcab73165aada349e882c.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის დეპუტატების წინაშე გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშით 24 ივნისს წარდგება.პრემიერმა თავისი ანგარიში წერილობითი ფორმით პარლამენტს უკვე წარუდგინა.ძირითადი თემები, რომლებზეც პრემიერი ისაუბრებს: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა.ასევე, ყურადღება გამახვილდება ტურიზმის წილზე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 2019 წელთან შედარებით 68,9% შეადგინა.მთავრობის მეთაური ისაუბრებს იმაზე, თუ რა გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის პოტენციალის რეალიზაციის, ქვეყნის სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციისთვის.კერძოდ, ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ანგარიშის მიხედვით, PACE ჯგუფი ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პირველ ფაზას 93 მილიონი დოლარის ინვესტიციით ასრულებს.პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ხაზგასმულია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, ასევე ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური რეფორმის მიმდინარეობა.რეგლამენტის მიხედვით, პრემიერის მოხსენების დასრულების შემდეგ ანგარიშის განხილვა პოლიტიკური დებატების ფორმატში გაიმართება.ღარიბაშვილისთვის პრემიერის რანგში ეს მეორე ანგარიში იქნება. პირველი ანგარიში პარლამენტმა 2021 წლის 25 ივნისს განიხილა.წყარო - სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/16/250964939_0:0:2133:1600_1920x0_80_0_0_6568759b2a844249709e63a9e6fb79e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტი ანგარიში ივნისი ბოლო
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტი ანგარიში ივნისი ბოლო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტს ანგარიშს ივნისის ბოლოს ჩააბარებს
23:50 06.06.2022 (განახლებულია: 23:51 06.06.2022) ანგარიშში ნათქვამია ინოვაციური ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამაზე
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის დეპუტატების წინაშე გაწეული მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშით 24 ივნისს წარდგება.
პრემიერმა თავისი ანგარიში წერილობითი ფორმით პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ძირითადი თემები, რომლებზეც პრემიერი ისაუბრებს: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება, სახელმწიფო მმართველობა.
ანგარიშში ნათქვამია ინოვაციური ბიზნესის განვითარებისა და სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამაზე, რომლებიც განხორციელდა 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისამდე. ასევე დოკუმენტში საუბარია ადგილობრივი მწარმოებლების დახმარებაზე საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში, მოქალაქეების დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი ისეთი პროექტების შესახებ, როგორიცაა „შეღავათიანი აგროკრედიტი", „დანერგე მომავალი".
ასევე, ყურადღება გამახვილდება ტურიზმის წილზე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის იანვარ-აპრილში ტურიზმიდან შემოსავლების აღდგენის დონემ 2019 წელთან შედარებით 68,9% შეადგინა.
მთავრობის მეთაური ისაუბრებს იმაზე, თუ რა გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის პოტენციალის რეალიზაციის, ქვეყნის სატრანზიტო-ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებში ინტეგრაციისთვის.
კერძოდ, ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანი ინვესტიციებია განხორციელებული საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ანგარიშის მიხედვით, PACE ჯგუფი ფოთის პორტში ახალი მრავალფუნქციური საზღვაო ტერმინალის მშენებლობის პირველ ფაზას 93 მილიონი დოლარის ინვესტიციით ასრულებს.
პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ხაზგასმულია საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების და მისი ენერგეტიკული უსაფრთხოების მნიშვნელობა, ასევე ენერგეტიკის სექტორში მასშტაბური რეფორმის მიმდინარეობა.
რეგლამენტის მიხედვით, პრემიერის მოხსენების დასრულების შემდეგ ანგარიშის განხილვა პოლიტიკური დებატების ფორმატში გაიმართება.
ღარიბაშვილისთვის პრემიერის რანგში ეს მეორე ანგარიში იქნება. პირველი ანგარიში პარლამენტმა 2021 წლის 25 ივნისს განიხილა.