https://sputnik-georgia.com/20220606/ramdeni-miiro-biujetma-saxelmwifo-qonebis-gayidvisgan-267162934.html
რამდენი თანხა შევიდა საქართველოს ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან
რამდენი თანხა შევიდა საქართველოს ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან
Sputnik საქართველო
პროექტის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში 2021 წელს 318 ობიექტი გაიყიდა. 06.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-06T10:24+0400
2022-06-06T10:24+0400
2022-06-06T15:03+0400
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/07/249159580_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_0eeafc5692e7616cc5ef4b7f174651f8.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველომ ერთ წელწადსა და სამ თვეში 241,1 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ქონება გაყიდა, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების წახალისებისა და სახელმწიფო რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით ხელისუფლებამ გააფართოვა პროგრამა „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ და მეწარმეებს ჯამში 400 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ობიექტები შესთავაზა.მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციისგან 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 206,3 მლნ ლარი, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში – 34,8 მლნ.ამასთან, პროექტის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში 2021 წელს გაიყიდა ჯამში 211,4 მლნ ლარის 318 ობიექტი, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში – 27,2 მლნ ლარის ღირებულების 58 ობიექტი.გარდა ამისა, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით გაიყიდა 4 სახელმწიფო საწარმო. მათმა საერთო ღირებულებამ 2,2 მლნ ლარი შეადგინა.სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია>>ასევე პროექტის ფარგლებში გაიცა ლიცენციები 13 ობიექტზე, რის შედეგადაც ბიუჯეტში 5,3 მლნ ლარი შემოვიდა.ლიცენზიების ფარგლებში დასაქმდა 240 ადამიანი, საინვესტიციო ვალდებულებების მოცულობამ 20 მლნ ლარს მიაღწია.პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ქვეყანაში 2019 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. იგი ითვალისწინებს ასი პარალელური აუქციონის ერთდროულ ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული წესით პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება: სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და სწორედ ის გამოიყენება მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი პანდემიის გამო სხვადასხვა სოციალური ვალდებულებით არის გადატვირთული, კერძო სექტორმა ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/07/249159580_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_f964abb278e6ae4092e201b349ccd97b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო
რამდენი თანხა შევიდა საქართველოს ბიუჯეტში სახელმწიფო ქონების გაყიდვიდან
10:24 06.06.2022 (განახლებულია: 15:03 06.06.2022) პროექტის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში 2021 წელს 318 ობიექტი გაიყიდა.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველომ ერთ წელწადსა და სამ თვეში 241,1 მილიონი ლარის ოდენობის სახელმწიფო ქონება გაყიდა, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.
საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების წახალისებისა და სახელმწიფო რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით ხელისუფლებამ გააფართოვა პროგრამა „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ და მეწარმეებს ჯამში 400 მილიონი ლარის საერთო ღირებულების ობიექტები შესთავაზა.
მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციისგან 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდა 206,3 მლნ ლარი, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში – 34,8 მლნ.
ამასთან, პროექტის „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ფარგლებში 2021 წელს გაიყიდა ჯამში 211,4 მლნ ლარის 318 ობიექტი, ხოლო 2022 წლის პირველ კვარტალში – 27,2 მლნ ლარის ღირებულების 58 ობიექტი.
გარდა ამისა, 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით გაიყიდა 4 სახელმწიფო საწარმო. მათმა საერთო ღირებულებამ 2,2 მლნ ლარი შეადგინა.
ასევე პროექტის ფარგლებში გაიცა ლიცენციები 13 ობიექტზე, რის შედეგადაც ბიუჯეტში 5,3 მლნ ლარი შემოვიდა.
ლიცენზიების ფარგლებში დასაქმდა 240 ადამიანი, საინვესტიციო ვალდებულებების მოცულობამ 20 მლნ ლარს მიაღწია.
პროექტი „100 საინვესტიციო წინადადება ბიზნესს“ ქვეყანაში 2019 წლის ნოემბრიდან მოქმედებს. იგი ითვალისწინებს ასი პარალელური აუქციონის ერთდროულ ჩატარებას და სახელმწიფო ქონების გამარტივებული წესით პრივატიზაციას. ობიექტების ჩამონათვალშია უძრავი ქონება: სამრეწველო ობიექტები, სასაწყობო და ფერმერული მეურნეობები, სამედიცინო დაწესებულებები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ა.შ.
ხელისუფლების აზრით, დაჩქარებული პრივატიზაცია ბიუჯეტის შემოსავლების რესურსია და სწორედ ის გამოიყენება მასშტაბურ პროგრამებში. იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტი პანდემიის გამო სხვადასხვა სოციალური ვალდებულებით არის გადატვირთული, კერძო სექტორმა ეკონომიკური აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის ფუნქცია უნდა შეასრულოს.