სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.04.2022
გამოწერა
საქართველოში სახელმწიფო ბალანსზეა 236 საწარმო – როგორც ქვეყნის გარეთ კარგად ცნობილი, ისე მცირე საწარმოები.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციის საკითხზე სტრატეგიის დამტკიცების საკითხს განიხილავს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სახელმწიფო საწარმოების ნაწილის პრივატიზაცია ხელისუფლების დიდი ხნის მიზანია. ამასთან მთავრობა აცხადებს, რომ სტრატეგიული ობიექტები სახელმწიფოს ხელში დარჩება.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, რა არის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა და გარკვეული პრიორიტეტები, სადაც სახელმწიფოს მონაწილეობა არის მნიშვნელოვანი და სხვა შემთხვევაში საშუალება მივცეთ კერძო სექტორს, რომ ინვესტორი იყოს, ხოლო ჩვენ დარჩენილი საწარმოების სრულად პრივატიზება მოვახდინოთ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ საწარმოების ნაწილი სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება კონკურენტული გარემოს მხარდაჭეისთვის.
„ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ ამა თუ იმ სტრატეგიული ინფტრასტრუქტურის ფლობა არის კრიტიკული იმისთვის, რომ ამა თუ იმ დარგში კონკურენტუნარიანი გარემო შევინარჩუნოთ, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში სახელმწიფო ბალანსზეა 236 საწარმო. მათი საერთო რიცხვიდან 159 ეკუთვნის ცენტრალურ მთავრობას, 77 – ადგილობრივ ხელისუფლებას. ამასთან სახელმწიფოს 100 საწარმოში 1005 წილი აქვს, ხოლო 29–ში საკონტროლო პაკეტს ფლობს.
ყველა ახალი ამბავი
0