ნაყინის რეცეპტი დიაბეტით დაავადებულთათვის

CC BY 2.0 / m01229 / Ice cream sundaes from Dumsersნაყინი ხილით
ნაყინი ხილით - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
ნაყინის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით გთავაზობთ რეცეპტს, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, ასევე წონაში დაკლების მსურველებისთვის არის განკუთვნილი.
ნაყინი ხაჭოსგან და რძისგან მზადდება. შეგიძლიათ დაამატოთ საყვარელი კენკროვანი ან ნებისმიერი ხილი.
დაგჭირდებათ:
2 კვერცხი
125 გრამი უცხიმო ხაჭო
1 ჭიქა უცხიმო რძე
შაქრის შემცვლელი გემოვნებით
ვანილი
ხილი — სურვილისამებრ
მომზადების წესი:
აიღეთ კვერცხის მხოლოდ ცილა, გათქვიფეთ კარგად, სანამ ბეზესმაგვარ მასას არ მიიღებთ. ცილის ათქვეფისას დაამატეთ შაქრის შემცვლელი, ვანილი, რძე და ხაჭო. კარგად აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხის გულები და კიდევ ერთხელ აურიეთ. მოათავსეთ მიღებული მასა საყინულეში.
ყოველ 20 წუთში ნაყინი საყინულედან გამოიღეთ და კარგად აურიეთ. რამდენიმე საათში ნაყინი მზადაა. გაყავით ის პორციებად (100-100 გრამი) და მიირთვით.
ნარკოტიკზე ნებით „შემჯდარი" კაცობრიობა, ანუ რატომ მოედო პლანეტას სიმსუქნის ეპიდემია>>
პორციების რაოდენობა — 5.
კალორიულობა 100 გრამზე: ნახშირწყლები — 2,8 გრამი, ცხიმები — 2,5 გრამი, ცილები — 41 გრამი, კალორიები — 67 კკალორია.
შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ დარიჩინი, რომელიც დიაბეტით დაავადებულებისთვის ძალზე სასარგებლოა. ასევე მიიღეთ დღეში მხოლოდ ერთი პორცია (100 გრამი), რათა ზედმეტი ნახშირწყლები არ მიიღოთ.
დარიჩინი: პიკანტური, არომატული, უაღრესად სასარგებლო>>
P. s. აუცილებლად გაითვალისწინეთ: დამატკბობლები ორ ჯგუფად იყოფა – საკვები (ანუ კალორიგენული) და ინტენსიური (არა კალორიგენული) დამატკბობლები, ანუ შაქრის შემცვლელები.
ტკბილეული - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2021
უგემრიელესი დესერტი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებისთვის
საკვებ დამატკბობლებს მიეკუთვნება ფრუქტოზა და პოლიოლები (მაგ. სორბიტოლი, მალტიტოლი, მანიტოლი, იზომატი, ქსილიტოლი).
საკვები დამატკბობლები არ არის რეკომენდებული დიაბეტის მქონე პირთათვის, რადგან კალორიულია (1გ=4კკალ), შეიცავს ნახშირწყლებს და სისხლში გლუკოზის დონეზე ისეთივე გავლენა აქვს, როგორიც ჩვეულებრივ შაქარს. ევროპის დიაბეტის ასოციაციები მათ გამოყენებას საკვებში მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.
როგორ მოვამზადოთ ნაყინი დიაბეტით დაავადებულებისთვის>>
ასევე ფრუქტოზაც – სპეციალისტებს არ მიაჩნიათ, რომ მას რამე უპირატესობა აქვს შაქართან შედარებით. დღის განმავლობაში ასეთი პროდუქტების ზომიერი რაოდენობით მიღება დასაშვებია, მაგრამ ყოველდღიურად როგორც შაქრის შემცვლელის ხმარება, არ შეიძლება.
ინტენსიური დამატკბობლები — მათ ხელოვნურ დამატკბობლებს ან შაქრის შემცვლელებს უწოდებენ. ცნობილია შემდეგი შაქრის შემცვლელები: ასპარტამი, საქარინი, კალიუმის აცესულფატი, ციკლამატი, სუკრალოზი, სტევია.
სტევია - Sputnik საქართველო, 1920, 06.07.2020
სტევია – ჯანმრთელი ცხოვრების საწინდარი
შაქრის შემცვლელი არ შეიცავს არც ნახშირწყლებს, არც კალორიებს და არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე. თვითონ დასახელება – „ინტენსიური“ იმაზე მიუთითებს, რომ ის შაქარზე ბევრად უფრო ტკბილია და საკვებში ძალიან მცირე რაოდენობით გამოიყენება. მათ იყენებენ ძირითადად მზა პროდუქტებისთვის, იყიდება აბების, ფხვნილების ან სითხის სახით.
ყველა ახალი ამბავი
0