სპინალური კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტები მედიკამენტს უფასოდ მიიღებენ

© Pixabay / katicaj მედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
პრეპარატ „ევრისდის“ პარტიის შესასყიდად ჯანდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 10 მლნ ლარი გამოყო.
თბილისი, 6 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ სპინალური კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტები შეისყიდა და მათ შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა ბენეფიციარზე უსასყიდლოდ გასცემს, იუწყება ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
სპინალური კუნთოვანი ატროფია (სკა) არის იშვიათი გენეტიკური, პროგრესირებადი ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც ზურგის ტვინში ალფა მოტორული ნეირონები ზიანდება. ეს იწვევს პროგრესირებად კუნთთა სისუსტეს, კუნთთა ატროფიას, მოტორული უნარების პროგრესულ კარგვას.
იშვიათი დაავადებების მართვის სახელმწიფო პროგრამის ახალი კომპონენტით შევსების წყალობით პაციენტები პრეპარატ „ევრისდის“ უსასყიდლოდ მიიღებენ. ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნული პრეპარატის პარტიის შესასყიდად დაახლოებით 10 მლნ ლარი გამოყო.
საქართველოში ფასები კვლავ მაღალი ტემპებით იზრდება - ახალი სტატისტიკა>>>
ანალოგებისგან განსხვავებით, „ევრისდის“ მიღება სახლშიც შეიძლება. ამისთვის საჭიროა ჯანდაცვის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლა. აფთიაქებში მედიკამენტის გაცემა პაციენტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოხდება.
ამ პრეპარატის მაღალი ფასის გამო საქართველოში პაციენტების უმეტესობისთვის მედიკამენტური მკურნალობა ხელმისაწვდომი არ იყო.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, პრეპარატი განსაკუთრებული ეფექტიანობითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ეს არის პატარა მოლეკულა, რომელიც სპინალურ კუნთოვანი ატროფიით დაავადებული პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – ზრდის SMN ცილის რაოდენობას, რომლის ნაკლებობა მნიშვნელოვან ორგანოებს აზიანებს.
მოცემული მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას.
ყველა ახალი ამბავი
0