რუსეთისთვის დეფოლტის გამოცხადების შემთხვევაში აშშ-ს დიდი ფულის გაღება მოუწევს

© photo: Sputnik / Алексей Сухоруков
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
ვადიმ პავლოვი
1 ივნისს სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციამ (ISDA) რუსეთის მხრიდან ევროობლიგაციებისთვის 1,9 მილიონი დოლარის გადაუხდელობა დააფიქსირა.
ევრობონდების მფლობელებმა წარადგინეს უწყება დეფოლტის გამოცხადების შესახებ და მოითხოვეს დარიცხული პროცენტების გადახდა. ეს, თავის მხრივ, არის საფუძველი საკრედიტო დეფოლტის სვოპების (CDS) შესასრულებლად, რომლებიც დეფოლტისთვის დაზღვევას წარმოადგენს.

რა არის CDS?

1990-იანების შუა წლებში ინგლისელმა ეკონომისტმა ბლაიტ მასტერსმა, რომელიც იმ დროისთვის ამერიკული ბანკის JP Morgan Chase-ის მთავარი მენეჯერი იყო, მოიგონა და დანერგა საკრედიტო დეფოლტის სვოპების კონცეფცია, რომელიც მოგვიანებით მასშტაბურად გავრცელდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
რუსული ხერხი, ანუ რატომ გადაიდო კვლავ დეფოლტი
მარტივად რომ ვთქვათ, ეს ფინანსური ოპერაცია წარმოადგენს დაზღვევას დეფოლტისგან. იგი ინვესტორს, რომელიც ფულს აბანდებს ფასიან ქაღალდებში, საშუალებას აძლევს, დამატებითი თანხის მეშვეობით დააზღვიოს ინვესტიცია.
ასეთ დაზღვევას გასცემენ მხოლოდ მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ორგანიზაციები. ამიტომ მათი რაოდენობა მეტად შეზღუდულია. მათ შორისაა, მაგალითად, ისეთი მსხვილი ბანკები, როგორიცაა JP Morgan Chase, Morgan Stanley და Bank of America.
CDS რუსული ობლიგაციების მიმართაც გამოიყენება. ამერიკელ ინვესტორებს, რომლებმაც რუსული ფასიანი ქაღალდები შეიძინეს, შეეძლოთ დამატებით შეესყიდათ ასეთი დაზღვევა რომელიმე მსხვილი ბანკისგან და რეგულარულად გადაერიცხათ მისთვის ობლიგაციების ნომინალური ღირებულების მცირე პროცენტი.
ინვესტორი ამგვარად თანხას აზღვევს, ბანკი კი მოგებულია, რადგან ეს იოლი ფულია: რუსეთი - საიმედო მსესხებელია, რომელიც დროულად ემსახურება საგარეო ვალს და აქვს დიდი ოქროს სავალუტო რეზერვები.
ბანკისთვის რისკს ის წარმოადგენს, რომ თუ რუსეთი შეწყვეტს თავისი ობლიგაციების მფლობელებისთვის (რომლებსაც ამავდროულად CDS-იც აქვთ) თანხის გადახდას, ამ უკანასკნელთ ანგარიში რუსეთის ნაცვლად სწორედ ბანკმა უნდა გაუსწოროს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
დეფოლტი ერთ კვირაში? რა ელის რუსეთს

რუსეთის „დეფოლტი“ ამერიკულ საფულეს დააცარიელებს

მას შემდეგ, რაც გაირკვა, როგორ მუშაობს მექანიზმი, შეიძლება ყველაზე საინტერესო მომენტის განხილვა.
დღეს დასავლეთი მთელი ძალით ცდილობს, რუსეთის დეფოლტი გამოაცხადოს. 25 მაისიდან შეწყდა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ლიცენზიის მოქმედება, რომელიც რუსეთს საგარეო ვალის დაფარვის, დასავლელ ინვესტორებს კი რუსული ობლიგაციების საფასურის მიღების საშუალებას აძლევდა.
ანუ ამ ლიცენზიის გარეშე რუსეთი დროულად ვერ შეასრულებს ვალდებულებებს ობლიგაციების მფლობელების წინაშე, ესე იგი, ქვეყანა შეიძლება გამოაცხადონ გადახდისუუნაროდ. შედეგად, რუსეთი უნდა აღმოჩნდეს დეფოლტის ზღვარზე.
აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ ტექნიკური დეფოლტი. რუსეთს შეუძლია და სურს ვალების გადახდა, მაგრამ დასავლეთი მას ამის საშუალებას არ აძლევს. შედეგად კი ზარალდებიან ამერიკელი ინვესტორები, რუსეთი კი, როგორც იყო, დღესაც ისევე რჩება გადახდისუნარიან ქვეყნად.
რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
რუსეთს დეფოლტი არ გამოუცხადებია: მოსკოვმა ამერიკული მედიის განცხადებები უარყო
აშშ-ის მიზანი, გამოუცხადოს რუსეთს დეფოლტი, ბოლომდე ნათელი არ არის. მით უმეტეს, რომ მან დასახული გეგმები არაერთხელ შეცვალა.
მაგრამ საინტერესოა: თუ რუსეთის დეფოლტი მაინც გამოცხადდება, შეძლებენ თუ არა რუსული ობლიგაციებისა და CDS-ის მფლობელი ინვესტორები, მოსთხოვონ მსხვილ ამერიკულ ბანკებს, რუსეთის ნაცვლად, დაზღვეული თანხის საფასურის გადახდა?
ეს კი არის მილიარდობით დოლარი, რომელთან განშორებასაც ბანკები, დიდი ალბათობით, არ მოინდომებენ. მით უფრო მაშინ, როდესაც რუსეთი არ არის ნამდვილი დეფოლტის მდგომარეობაში, არამედ შეუძლია და სურს კიდეც გადახდა, უბრალოდ აშშ-ის ხელისუფლების ქმედებების გამო ამის ტექნიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.
ვფიქრობ, სავსებით რეალურია, მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ბანკებმა დაიწყონ ნებისმიერი იურიდიული ნაბიჯების ძიება, რათა თავიდან აიცილონ ინვესტორებისთვის თავიანთი ჯიბიდან ფულის გადახდა. ამისათვის მათ მოუწევთ სასამართლოში წასვლა, სადაც აუცილებლად უნდა დაამტკიცონ, რომ რუსეთში დეფოლტი ხელოვნურია და ქვეყანას შესწევს ვალების გადახდის უნარი.
უკრაინული გრივნა - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2021
დეფოლტი ახლოსაა: სადამდე მიიყვანა კიევი ანტირუსულმა პოლიტიკამ
ამის დამტკიცებას ისინი შეძლებენ, ვინაიდან დეფოლტს დასავლეთი მართლაც ხელოვნურად ქმნის.
მაშინ გამოდის, რომ ამერიკული ბანკები ამერიკულ სასამართლოში დაუპირისპირდებიან ამერიკის ხელისუფლებას, რათა არ გადაუხადონ ამერიკელ ინვესტორებს.
აბსურდია? დიახ. მაგრამ ბოლო სამი თვეა, დასავლეთის უგუნურ ნაბიჯებს ბევრი მიეჩვია. ამიტომ ასეთი სცენარიც არ იწვევს გაოცებას.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0