https://sputnik-georgia.com/20220412/rusets-defolti-ar-gamoucxadebia-finansta-saministrom-uaryo-ass-is-mediis-gancxadeba-265935970.html
რუსეთს დეფოლტი არ გამოუცხადებია: მოსკოვმა ამერიკული მედიის განცხადებები უარყო
რუსეთს დეფოლტი არ გამოუცხადებია: მოსკოვმა ამერიკული მედიის განცხადებები უარყო
Sputnik საქართველო
უცხოელმა ინვესტორებმა გადახდები ვერ მიიღეს აშშ-ის ხელისუფლებისა და ბანკების არამართლზომიერი ქმედებების გამო
2022-04-12T21:29+0400
2022-04-12T21:29+0400
2022-04-12T23:22+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0c/265933907_0:0:2419:1361_1920x0_80_0_0_4cd563b1cd09d83d768c3983d9bba017.jpg
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. რუსეთს არ გამოუცხადებია დეფოლტი თავის ვალდებულებებზე ევრობონდებზე, CNN-ის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გასულ შაბათს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში SD-მდე (შერჩევითი დეფოლტი) შეამცირა.ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უცხოურმა აგენტმა ბანკმა უარი თქვა უცხოურ ვალუტაში დავალების შესრულებაზე სუვერენულ ევრობონდებზე, რომლებზეც გადახდები ფინანსთა სამინისტროს 4 აპრილს უნდა განეხორციელებინა. ამის გამო მოსკოვს უცხოელი მფლობელების წინაშე არსებული სავალო ვალდებულებების შესრულება რუბლში მოუწია. ინვესტორები მათ უცხოურ ვალუტაში კონვერტირებას მას შემდეგ შეძლებენ, როცა რუსეთს გაყინულ ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნდება.უწყებაში აღნიშნეს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებული კრედიტორების ყველა შესაძლო პრეტენზია უნდა გადაეგზავნოს იმ სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომლებმაც რუსეთს უკანონოდ შეუქმნეს დაბრკოლებები სავალო ვალდებულებების შესრულებაში.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს. კრემლმა ამ შეზღუდვებს ეკონომიკური ომი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0c/265933907_208:0:2419:1658_1920x0_80_0_0_255f4406a48773260af01c7ef1085c7d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი დეფოლტი უარი ფინანსთა სამინისტრო აშშ მედია განცხადებები cnn
რუსეთი დეფოლტი უარი ფინანსთა სამინისტრო აშშ მედია განცხადებები cnn
რუსეთს დეფოლტი არ გამოუცხადებია: მოსკოვმა ამერიკული მედიის განცხადებები უარყო
21:29 12.04.2022 (განახლებულია: 23:22 12.04.2022) უცხოელმა ინვესტორებმა გადახდები ვერ მიიღეს აშშ-ის ხელისუფლებისა და ბანკების არამართლზომიერი ქმედებების გამო.
თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. რუსეთს არ გამოუცხადებია დეფოლტი თავის ვალდებულებებზე ევრობონდებზე, CNN-ის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ნათქვამია რუსეთის ფედერაციის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.
ამერიკულმა ტელეკომპანია CNN-მა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გასულ შაბათს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P-მა რუსეთის საკრედიტო რეიტინგი უცხოურ ვალუტაში SD-მდე (შერჩევითი დეფოლტი) შეამცირა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უცხოურმა აგენტმა ბანკმა უარი თქვა უცხოურ ვალუტაში დავალების შესრულებაზე სუვერენულ ევრობონდებზე, რომლებზეც გადახდები ფინანსთა სამინისტროს 4 აპრილს უნდა განეხორციელებინა. ამის გამო მოსკოვს უცხოელი მფლობელების წინაშე არსებული სავალო ვალდებულებების შესრულება რუბლში მოუწია. ინვესტორები მათ უცხოურ ვალუტაში კონვერტირებას მას შემდეგ შეძლებენ, როცა რუსეთს გაყინულ ანგარიშებზე წვდომა დაუბრუნდება.
„დეფოლტი ნიშნავს, რომ მოვალეს არ აქვს სახსრები თავისი ვალდებულებების შესასრულებლად ან არ აქვს სურვილი შეასრულოს ეს ვალდებულებები, თუ სახსრები ხელმისაწვდომია. არც ერთზე, არც მეორეზე რუსეთის შემთხვევაში არ არის საუბარი. რუსეთის ფედერაციას აქვს საკმარისი სახსრები ყველა ვალდებულების დროული მომსახურებისა და დაფარვისთვის“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში აღნიშნეს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებული კრედიტორების ყველა შესაძლო პრეტენზია უნდა გადაეგზავნოს იმ სახელმწიფოების ხელისუფლებებს, რომლებმაც რუსეთს უკანონოდ შეუქმნეს დაბრკოლებები სავალო ვალდებულებების შესრულებაში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს. კრემლმა ამ შეზღუდვებს ეკონომიკური ომი უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებს საპასუხო ზომებს.