საქართველოსთან მარცხის შემდეგ ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა პოსტი დატოვა

© AFP 2024 / KIRILL KUDRYAVTSEVსაქართველოს საფეხბურთო ნაკრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთი დიდი ანგარიშით 5:2 დაამარცხა და ორი ტურის შემდეგ ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა საქართველოსთან განცდილი მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა. განცხადება ბულგარეთის ნაკრების მწვრთნელმა მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
5 ივნისს ქალაქ რაზგრადში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთი ერთა ლიგის გათამაშების მეორე ტურში 5:2 დაამარცხა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იასენ პეტროვმა მისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო, მარცხის გამო კი გულშემატკივარს საჯაროდ ბოდიში მოუხადა.
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
„ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით“: ვილი სანიოლი ბულგარეთთან გამარჯვებაზე
„მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ამ შეხვედრაზე ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდა. ეს ჩემი ბოლო მატჩია, როგორც ნაკრების მწვრთნელის. ცხადია, მორალური უფლება არ მაქვს, რომ პოსტზე დავრჩე. იმედი მაქვს, ჩემი შემცვლელი შეძლებს ბიჭებს მეტი მოტივაცია მისცეს“, – განაცხადა პეტროვმა.
საქართველოს ნაკრები ორი ტურის შემდეგ 6 ქულით ჯგუფის ლიდერია. ნაკრები მომდევნო შეხვედრას 9 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიასთან სტუმრად გამართავს.
ჩრდილოეთ მაკედონიას ორ ტურში 4 ქულა აქვს, ბულგარეთს 1, ხოლო გიბრალტარი ნული ქულით ბოლო ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებს შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ყველა ახალი ამბავი
0