მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტის სანაცვლოდ: აშშ რუსეთს სანქციებს არ მოუხსნის

© AP Photo / Efrem Lukatsky
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.06.2022
გამოწერა
თბილისი, 6 ივნისი − Sputnik. გაერო ცდილობს გააფორმოს ხელშეკრულება რუსეთთან, რათა უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესაძლებლობა მიეცეს, თუმცა აშშ-ს არ სჯერა, რომ რუსეთი შეთანხმებას შეასრულებს, წერს გამოცემა Politiko გაეროში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების ხელისუფლების სკეპტიციზმის ძირითადი მიზეზი − პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ოფიციალური პირების ამასწინანდელი განცხადებებია, რომელთა თანახმად, რუსეთი იმ შემთხვევაში შეარბილებს უკრაინული პორტების ბლოკადას, თუ დასავლეთი მოსკოვს ეკონომიკურ სანქციებს მოუხსნის.
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
მსოფლიო დღეს
ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტი ბელარუსის გავლით: ლუკაშენკომ გუტერეშს პირობა წაუყენა
Politiko-ს წყაროს თქმით, აშშ-ის მაღალჩინოსნები მოსკოვის ამ მოთხოვნას „გამოძალვის დიპლომატიად“ აფასებენ და აცხადებენ, რომ „შეერთებული შტატები არ დათანხმდება იმ ტიპის გარიგებას, რომელიც კრემლს რაიმე სახის ეკონომიკურ ზეწოლას მოუხსნის“.
მანამდე გაერომ გაავრცელა გაფრთხილება, რომ მარცვლეულის მიწოდების პრობლემამ შეიძლება გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს. დღეისათვის დაახლოებით 20 მილიონი ტონა ხორბალია ბლოკირებული უკრაინის პორტებში. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის კუთხით შექმნილ პრობლემებში.
გასულ კვირაში ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გაეროს გენმდივან ანტონიუ გუტერეშს ბლოკირებული მარცვლეულის ბელარუსის გავლით გატანა შესთავაზა, თუმცა საამისოდ მანაც გარკვეული პირობები წამოაყენა. კერძოდ, მან გერმანიის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და რუსეთის პორტების გახსნა მოითხოვა ბელარუსული საქონლისთვის.
წყარო: Politiko
ყველა ახალი ამბავი
0