მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბლოკირებული მარცვლეულის ექსპორტი ბელარუსის გავლით: ლუკაშენკომ გუტერეშს პირობა წაუყენა

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatovალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტერეშს ესაუბრა ტელეფონით, რა დროსაც მათ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხზე იმსჯელეს ბელარუსის ტერიტორიის გავლით, იუწყება „Sputnik–ბელარუსი“.
ლუკაშენკომ გუტერეშს ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა შესთავაზა ბელარუსის, უკრაინისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლების მონაწილეობით.
როგორც ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, მინსკი მზადაა გადაიტანოს უკრაინული მარცვლეული ბალტიის პორტებში ბელარუსის ტერიტორიის გავლით, რისთვისაც სარკინიგზო ტრანსპორტის საჭირო სიმძლავრეებს გამოყოფს.
მასმედიის ცნობით, ლუკაშენკომ გუტერეშთან საუბრისას საამისოდ გარკვეული პირობები წამოაყენა. კერძოდ, მან მოითხოვა გერმანიის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და რუსეთის პორტების გახსნა ბელარუსული საქონლისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, გუტერეშმა ლუკაშენკოს უთხრა, რომ მას რამდენიმედღიანი პაუზა სჭირდება დაინტერესებული ქვეყნების ხელმძღვანელობასთან სასაუბროდ და ბელარუსის გავლით უკრაინული მარცვლეულის საერთაშორისო ბაზრებზე მიწოდების პირობების დასადგენად.
დღეს ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საუკეთესო მიმართულებად ბელარუსი დაასახელა და განაცხადა, რომ საჭიროა კომპრომისები პრინციპით: „ჩვენ – თქვენ, თქვენ – ჩვენ“.
მანამდე გაერომ გაავრცელა გაფრთხილება, რომ მარცვლეულის მიწოდების პრობლემამ შეიძლება გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს. დღეისათვის დაახლოებით 20 მილიონი ტონა ხორბალია ბლოკირებული უკრაინის პორტებში. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის პრობლემებში. დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაიწყოს მარცვლეულის მიწოდება, თუ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთისთვის დაწესებულ შესაბამის რესტრიქციებს გააუქმებენ.
წყარო: „Sputnik ბელარუსი“
ყველა ახალი ამბავი
0