https://sputnik-georgia.com/20220605/ziudo-saqartvelos-nakrebma-tbilisis-did-slemze-kidev-sami-medali-moipova-267150550.html
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა თბილისის „დიდ სლემზე“ კიდევ სამი მედალი მოიპოვა
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა თბილისის „დიდ სლემზე“ კიდევ სამი მედალი მოიპოვა
Sputnik საქართველო
ტურნირის ორ დღეში საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
2022-06-05T13:06+0400
2022-06-05T13:06+0400
2022-06-05T13:06+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287582_0:404:2923:2048_1920x0_80_0_0_a602af300f6146841033928c9a4eeda5.jpg
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელიც ამ დღეებში თბილისში მიმდინარეობს.73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელი კენო ოიოში დაამარცხა.ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში კორეელ ძიუდოისტ ლი ჯუნჰვანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.მორიგი, მაგრამ უკვე ბრინჯაოს მედალი ეროვნულ გუნდს 19 წლის გიორგი ტერაშვილმა მოუტანა.ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს >>ტურნირის ორ დღეში საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ტურნირის პირველივე დღეს ქართველებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.თბილისის დიდი სლემის ტურნირი 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ის ზაფხულისთვის გადაიდო. ტურნირი დღეს დასრულდება.საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 37 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287582_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_fb1f729bfa7f5abffe084a2045d6ecdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ძიუდო საქართველო ნაკრები თბილისი „დიდი სლემი“ სამი მედალი
ძიუდო საქართველო ნაკრები თბილისი „დიდი სლემი“ სამი მედალი
ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა თბილისის „დიდ სლემზე“ კიდევ სამი მედალი მოიპოვა
ტურნირის ორ დღეში საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დიდი სლემის ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელიც ამ დღეებში თბილისში მიმდინარეობს.
73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე შავდათუაშვილმა ფინალში იაპონელი კენო ოიოში დაამარცხა.
ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში კორეელ ძიუდოისტ ლი ჯუნჰვანთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
მორიგი, მაგრამ უკვე ბრინჯაოს მედალი ეროვნულ გუნდს 19 წლის გიორგი ტერაშვილმა მოუტანა.
ტურნირის ორ დღეში საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა - ორი ოქრო, სამი ვერცხლი და სამი ბრინჯაო. ტურნირის პირველივე დღეს ქართველებმა ხუთი მედალი მოიპოვეს.
თბილისის დიდი სლემის ტურნირი 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ის ზაფხულისთვის გადაიდო. ტურნირი დღეს დასრულდება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 37 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.