https://sputnik-georgia.com/20220605/qartvelma-alosnebma-evropis-cempionatze-kide-ori-medali-moipoves-267149257.html
ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს
ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს
Sputnik საქართველო
დღეისათვის საქართველოს ნაკრებს ხუთი მედალი აქვს - სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო
2022-06-05T12:06+0400
2022-06-05T12:06+0400
2022-06-05T12:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251431081_0:174:3021:1873_1920x0_80_0_0_a98c4c40703f08eea60aa81a3d5d4b47.jpg
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოტფრიდმა ატაცში 106 კგ დაძლია და მცირე ბრინჯაო აიღო. აკვრაში ანასტასიამ 129 კგ ასწია და მეოთხე ადგილი დაიკავა.ორჭიდში 235 კგ შედეგით ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა.რაც შეეხება მამაკაცებს, საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი 109 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩხეიძემ მოუტანა. მან ატაცში 174 კგ აიღო, აკვრაში კი 210 კილოგრამი და ორი მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.ორჭიდში ჩხეიძე 384 კგ შედეგით 2022 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი ჩხეიძისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოზრდილთა შეჯიბრებებზე მოპოვებული პირველი მედალია.კვირას, ტურნირის დასკვნით დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე, მედლებისთვის ბრძოლაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთვება.საქართველოს ნაკრებს დღეისათვის ხუთი მედალი აქვს. მანამდე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რეზი დავითაძემ (-89 კგ), ვერცხლის მედლები - კახი ასანიძემ (-73 კგ) და შოთა მიშველიძემ (-68 კგ).
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/0b/251431081_144:0:2875:2048_1920x0_80_0_0_920e866a9c7cc839539abc2621a8d731.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ძალოსნობა ანასტასია გოტფრიდი ევროპა ჩემპიონატი ორი მედალი
საქართველო ძალოსნობა ანასტასია გოტფრიდი ევროპა ჩემპიონატი ორი მედალი
ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორი მედალი მოიპოვეს
12:06 05.06.2022 (განახლებულია: 12:07 05.06.2022) დღეისათვის საქართველოს ნაკრებს ხუთი მედალი აქვს - სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო
თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
87 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გოტფრიდმა ატაცში 106 კგ დაძლია და მცირე ბრინჯაო აიღო. აკვრაში ანასტასიამ 129 კგ ასწია და მეოთხე ადგილი დაიკავა.
ორჭიდში 235 კგ შედეგით ქართველმა სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა.
რაც შეეხება მამაკაცებს, საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი 109 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ჩხეიძემ მოუტანა. მან ატაცში 174 კგ აიღო, აკვრაში კი 210 კილოგრამი და ორი მცირე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ორჭიდში ჩხეიძე 384 კგ შედეგით 2022 წლის ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს გიორგი ჩხეიძისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოზრდილთა შეჯიბრებებზე მოპოვებული პირველი მედალია.
კვირას, ტურნირის დასკვნით დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე, მედლებისთვის ბრძოლაში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (+109 კგ) ჩაერთვება.
საქართველოს ნაკრებს დღეისათვის ხუთი მედალი აქვს. მანამდე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა რეზი დავითაძემ (-89 კგ), ვერცხლის მედლები - კახი ასანიძემ (-73 კგ) და შოთა მიშველიძემ (-68 კგ).