მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

გერმანიაში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა: დაღუპულია ხუთი ადამიანი

© AP Photo / Markus Schreiberპოლიცია ბერლინის ცენტრში ხალხის გადაადგილებას აკონტროლებს
პოლიცია ბერლინის ცენტრში ხალხის გადაადგილებას აკონტროლებს - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2022
გამოწერა
შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის
თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. პარასკევს ბავარიაში მატარებლის ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, ინციდენტის შედეგად დაშავდა 44 ადამიანი, ნათქვამია ადგილობრივი პოლიციის განცხადებაში.
პარასკევს ქალაქ გარმიშ-პარტენკირჰენთან ახლოს რეგიონული მატარებელი რელსებიდან გადავიდა.
„ბოლო მონაცემებით, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 44 დაშავდა“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0