წელს საზაფხულო ბაღები არ გაიხსნება

© photo: Sputnik / Stringerსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
როგორც სააგენტოში განაცხადეს, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული, ამ დრომდე არსებული შეზღუდვებია.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თბილისის მასშტაბით წელს ივლისში საზაფხულო საჯარო ბაგა-ბაღები არ იფუნქციონირებენ.
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დირექტორთა საკონსულტაციო საბჭომ მიიღო.

„გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კოვიდ-პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, რის გამოც სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ... საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება", – აცხადებენ სააგენტოში.

სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღების“ განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში თბილისში ივლისის თვეში 40 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლითაც 13 ათასზე მეტი აღსაზრდელი სარგებლობდა – ძირითადად ის პატარები, რომლებიც ამ პერიოდში თბილისიდან დასასვენებლად გასვლას ვერ ახერხებდნენ.
თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება>>
საზაფხულო ბაღების ფუნქციონირება 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. ის არ განახლებულა არც 2021 წელს. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო დირექტორთა სააკონსულტაციო საბჭომ წელსაც.
ყველა ახალი ამბავი
0