თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება

© Pixabay / Katrina_Sსაბავშვო ბაღი
საბავშვო ბაღი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
რეგისტრაცია ელექტრონული ფორმატით თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განხორციელდება.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის 3 ივნისის 10:00 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება, აღნიშნულია თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე - www.kids.org.ge და ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები.
ეს კატეგორიებია:
1.
ჩვილ ბავშვთა სახლების ბენეფიციარები;
2.
სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100.000-მდე ქულა);
3.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები;
4.
დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი);
5.
მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
6.
მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი);
7.
სამხედრო მოსამსახურეთა შვილები (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობი მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი, დაშავებული, დაღუპული და უგზო-უკვლოდ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეთა შვილები, ასევე რეგისტრაციის პერიოდში საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეების შვილები).
როგორც სააგენტოში განაცხადეს, მნიშვნელოვანია მშობლებმა გაითვალისწინონ, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია (ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები - ფორმა 100/ფორმა 50), ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია უნდა გაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მითითებულ მისამართზე - skolamdeliregistracia2023@gmail.com
ელექტრონული ფოსტის ამავე მისამართზე მიიღება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მოქალაქეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები (ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია).
სააგენტოს ცნობით, ყველა სხვა ზემოხსენებული სტატუსის მქონე აღსაზრდელი პირველ ეტაპზე დარეგისტრირდება ელექტრონულად, ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ფორმის შევსების გზით.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება 10 ივნისის 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად. აღსაზრდელის რეგისტრაციისთვის აუცილებელია, რომ ბავშვი 1 ოქტომბრამდე იყოს ორი წლის.
ამასთან, თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები. ბავშვის მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციით უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს.
ყველა ახალი ამბავი
0