სანამ საქმე კენჭებამდე მისულა: ნაღველას შეგუბების ნიშნები და რეკომენდაციები

© Photo: HansMartinPaul / Pixabay ტკივილი მუცლის არეში
ტკივილი მუცლის არეში - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ნაღველას შეგუბება, ანუ ქოლესტაზი, როდესაც ღვიძლიდან თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღველას გადასვლა ნაწილობრივ ან მთლიანად ირღვევა, ხშირად შეუმჩნეველი რჩება ადამიანისთვის, ამბობენ ექიმები.
თუმცა, მათი თქმით, არსებობს რადენიმე გარეგანი ნიშანი, რომლებიც ნაღველას შეგუბებაზე მეტყველებს. ესენია:
სიმძიმე და ტკივილი მარჯვენა ჰიპოქონდრიუმში,
კანის ქავილი,
სიმწარე პირში,
გულისრევა,
შებერილობა,
კუჭში გასვლის პრობლემები (უფრო ხშირად ყაბზობა),
თვალის სკლერისა და კანის სიყვითლე.
სპეციალისტების განმარტებით, ნაღველას დარღვევების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი არარეგულარულ კვებას უკავშირდება — როდესაც ორ კვებას შორის შუალედები ძალიან დიდია.
წაიკითხეთ აქ: სხეული ინსულტს ერთი თვით ადრე გრძნობს: საყურადღებო ნიშნები
გარდა ამისა, ნაღველას შეგუბებას იწვევს: ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, მათ შორის მედიკამენტების მიღების გამო, მკაცრი დიეტა, ორსულობით გამოწვეული ჰორმონალური ფონის ცვლილება და სიმსუქნე.

როგორ დავიცვათ თავი ნაღველას შეგუბებისგან

ექიმების თქმით, ქოლესტაზის წარმოქმნას ხელს უშლის: სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, ასაკის შესაბამისი სხეულის მასის ინდექსი.
გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე გზა, რომლებიც ნაღველას გადინებას უწყობს ხელს — წამლის გარეშე.
წაიკითხეთ აქ: ამოვკვეთოთ თუ არა ბავშვს გლანდები: პედიატრ კომაროვსკის განმარტება
ექიმების რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
დალიეთ თბილი წყალი (45-55 გრადუსი) ჭამამდე 15 წუთით ადრე. შეგიძლიათ მასში ჩადოთ ორი ნაჭერი ლიმონი ან დაამატოთ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი. თბილი წყალი ამშვიდებს სფინქტერებს (სანაღვლე სადინრის მილისებრი ღრუ ორგანო), ხოლო ლიმონმჟავა და ძმარი ააქტიურებს მარილმჟავას წარმოქმნას, რომელიც, თავის მხრივ, ეხმარება ნაღვლის ბუშტის მასტიმულირებელი ჰორმონის წარმოქმნას.
სვით საკმარისი წყალი — მინიმუმ 2-2,5 ლიტრი დღის განმავლობაში;
მიირთვით ცხიმები: თუ არ იქნება ცხიმი — არ იქნება არც ნაღველა;
კერძებში დაამატეთ მეტი მწვანილი და სანელებლები, რომლებიც საჭმლის მონელების მთელ პროცესს ააქტიურებს: ქინძი, რუკოლა, ნიახური, ჯანჯაფილი, ორეგანო (თავშავა), ანისი, კურკუმა, ქონდარი, ძირა, დაფნის ფოთოლი.
შეიტანეთ რაციონში ბალახეული ჩაი: არტიშოკის, ფარსმანდუკის, ასფურცელას, კალენდულას, ბაბუაწვერას, უკვდავას ან ცერეცოს ჩაი;
მიიღეთ მაგნიუმის დანამატები, რომელიც აუმჯობესებს ნაღველას გადინებას. მაგნიუმის გავლენით ხდება ნაღვლის ბუშტის კედლების აქტიური შეკუმშვა და იმავდროულად სფინქტერის ერთდროული მოდუნება.
დაეუფლეთ დიაფრაგმულ სუნთქვას. ეს ამშვიდებს მუცლის კუნთებს, ახდენს შინაგანი ორგანოების მასაჟს, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და, შედეგად – ასტაბილურებს სუნთქვის პროცესებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას.
ჩაიტარეთ ვისცერული მასაჟი.
არ გამოტოვოთ საუზმე. ნაღველას ძლიერი შეგუბება შეინიშნება დილით. ამიტომ სათანადო საუზმე ხელს შეუწყობს ნაღვლის ბუშტის უფრო აქტიურად შეკუმშვასა და გააუმჯობესებს ნაღველას გადინებას.
მიიჩნევა, რომ ნაღველას გამოიყოფას ხელს მხოლოდ ცხიმები უწყობს. მაგრამ ეს ასე არ არის. ნაღველწარმომქმნელი პროდუქტების სია გაცილებით გრძელია. ესენია:
მცენარეული ზეთები: მზესუმზირის, სელის, ზეითუნის, სიმინდისა;
ბოსტნეული: სტაფილო, ჭარხალი, ისპანახი, პომიდორი, ასპარაგუსი, ყველა სახის კომბოსტო;
ხილი: გარგარი, ლეღვი, ქლიავი, ვაშლი, მარწყვი, ბანანი, ციტრუსები,
მთელმარცვლოვანი ბურღულეულის ფაფები,
ქატო,
მოხარშული ხორცი,
მაგრად მოხარშული კვერცხი,
ხორბლის გამომშრალი პური (წინა დღით გამომცხვარი),
ფერმენტირებული რძის პროდუქტები (ყველი, ხაჭო, იოგურტი, მაწონი, არაჟანი).
ექიმების თქმით, ეს პროდუქტები არ გამოიწვევს ნაღველას მკვეთრ გადინებას. ისინი მოქმედებენ ნაზად, თითქოს ნაღველას გასასვლელისკენ უბიძგებენ.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა და პრეტენზია არ აქვს პროფესიულ სამედიცინო რეკომენდაციებზე. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
ყველა ახალი ამბავი
0