2021 წლის მონაცემებით მობილურ ინტერნეტს 3,75 მილიონი აბონენტი იყენებს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმობილური ტელეფონი
მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით 109%-ს შეადგენს.
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში მობილური ინტერნეტით 3,75 მილიონი აბონენტი სარგებლობს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 494 ათასით მეტია, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.
გასულ წელს ყველაზე მეტი – 1,35 მლნ მობილური ინტერნეტის აბონენტი „სილქნეტს“ ჰყავდა, 1,34 მლნ – „მაგთიკომს“, ხოლო 1,06 მლნ აბონენტი „ბილაინის“ მობილურ ინტერნეტს იყენებდა.

„მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა ყოველ წელს მნიშვნელოვნად იზრდება და საქართველოს მოსახლეობასთან მიმართებით 109%-ს შეადგენს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

2017 წლიდან 2021 წლის ბოლომდე საშუალოდ მობილური ინტერნეტ-მომხმარებლების რაოდენობის წლიურმა ზრდამ 9,5% შეადგინა, ხოლო წინა წელთან შედარებით ზრდა 15% იყო.
კომისიის ცნობით, 2021 წელს მობილური ინტერნეტ-ტრაფიკი რეკორდულად მზარდი იყო. მობილური მომსახურების აბონენტებმა, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 65%-ით მეტი – 311 პეტაბაიტამდე მობილური ინტერნეტი მოიხმარეს.
„აღნიშნული განპირობებულია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის, ასევე ბაზარზე ახალი თაობის ტელეფონების რაოდენობის ზრდით. მობილური ინტერნეტის მოხმარების ზრდა ასევე 4G ქსელისა და მომსახურების განვითარებით არის გამოწვეული, რასაც პანდემიიდან გამომდინარე ინტერნეტზე გაზრდილი მოთხოვნა დაემატა“, – აღნიშნულია ანგარიშში.
კომპიუტერის კლავიატურა - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
ფიქსირებული ინტერნეტით საქართველოში უკვე მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობს
2021 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტ-მოხმარების 91% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა, რაც წინა წლის იმავე მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. 4G ტექნოლოგიის მოხმარების ზრდასთან ერთად იკლებს 2G და 3G ტექნოლოგიებით მოხმარებული ინტერნეტ-ტრაფიკის რაოდენობა. 2021 წელს 3G-ის მოხმარებამ 9%, ხოლო 2G-ს – 0,1% შეადგინა.
4G ტექნოლოგიის ტრაფიკის წილის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი „ბილაინს“ აქვს – 92,5%, „მაგთიკომს“ – 92,3%, ხოლო „სილქნეტს“ – 87,7%.
ყველა ახალი ამბავი
0