https://sputnik-georgia.com/20220601/fiqsirebuli-internetit-saqartvelosi-milionze-meti-abonenti-sargeblobs-267049497.html
ფიქსირებული ინტერნეტით საქართველოში უკვე მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობს
ფიქსირებული ინტერნეტით საქართველოში უკვე მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობს
Sputnik საქართველო
კომუნიკაციების კომისის ანგარიშის თანახმად, 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4,3%-ით, ანუ 41 ათასი აბონენტით გაიზარდა. 01.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-01T16:21+0400
2022-06-01T16:21+0400
2022-06-01T22:07+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1a/250459578_0:83:3347:1965_1920x0_80_0_0_4bcf3416ff3800533c6dae616809f6c6.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. 2021 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1.009.000 შეადგინა, საიდანაც 962 ათასი აბონენტი ფიზიკური პირია, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში, რომელიც უწყების გვერდზე გამოქვეყნდა.ანგარიშის თანახმად, 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4,3%-ით, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა.2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით 158 სოფლით მეტს მიეწოდება.ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 474 ათასი „მაგთიკომს" ჰყავს, 286 ათასი – „სილქნეტს", 59 ათასი აბონენტი – „ახალი ქსელების ჯგუფს", 50 ათასი – „სქაიტელს", ხოლო კიდევ 94 ათასი აბონენტი სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.2021 წელს, 2020 წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, რეგიონებში აბონენტების რაოდენობის ზრდამ 7% შეადგინა.„თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება", – ნათქვამია ინფორმაციაში.კომისიის ცნობით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3.385 სოფლიდან ინტერნეტი 2.351 სოფელშია ხელმისაწვდომი.„ფართოზოლოვანი კავშირი" პრაქტიკაში დამკვიდრებულია, როგორც მაღალსიჩქარიანი და უწყვეტი ინტერნეტ-კავშირის აღმნიშვნელი ტერმინი.ფართოზოლოვანი მომსახურება საშუალებას იძლევა მიიღოთ ის მომსახურება, რომელიც ინტერნეტის ქსელთან დაბალსიჩქარიანი კავშირის შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა, მაგალითად, ინტერენტ-ტელეფონი, ვიდეოზარი, ონლაინ ვიდეომომსახურება...ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით Log-in Georgia-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი 1.000 სოფლის 500.000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა.
https://sputnik-georgia.com/20210926/saqartvelosi-interneti-tavisufalia-magram--freedom-house-problemebze-miutitebs-259905643.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/1a/250459578_307:0:3038:2048_1920x0_80_0_0_ff8577e2a6ee21ee519b6a29c453b16d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ფიქსირებული ინტერნეტით საქართველოში უკვე მილიონზე მეტი აბონენტი სარგებლობს
16:21 01.06.2022 (განახლებულია: 22:07 01.06.2022) კომუნიკაციების კომისის ანგარიშის თანახმად, 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4,3%-ით, ანუ 41 ათასი აბონენტით გაიზარდა.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. 2021 წელს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 1.009.000 შეადგინა, საიდანაც 962 ათასი აბონენტი ფიზიკური პირია, ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში, რომელიც უწყების გვერდზე გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4,3%-ით, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა.
2021 წელს, წინა წელთან შედარებით, ფიქსირებული ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით 158 სოფლით მეტს მიეწოდება.
„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურება როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სააბონენტო სიმკვრივე შინამეურნეობაზე 86,7%-ია", – აღნიშნულია ანგარიშში.
ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი რაოდენობა – 474 ათასი „მაგთიკომს" ჰყავს, 286 ათასი – „სილქნეტს", 59 ათასი აბონენტი – „ახალი ქსელების ჯგუფს", 50 ათასი – „სქაიტელს", ხოლო კიდევ 94 ათასი აბონენტი სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.
2021 წელს, 2020 წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, რეგიონებში აბონენტების რაოდენობის ზრდამ 7% შეადგინა.
„თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება", – ნათქვამია
ინფორმაციაში.
კომისიის ცნობით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ-მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3.385 სოფლიდან ინტერნეტი 2.351 სოფელშია ხელმისაწვდომი.
„ფართოზოლოვანი კავშირი" პრაქტიკაში დამკვიდრებულია, როგორც მაღალსიჩქარიანი და უწყვეტი ინტერნეტ-კავშირის აღმნიშვნელი ტერმინი.

26 სექტემბერი 2021, 15:33
ფართოზოლოვანი მომსახურება საშუალებას იძლევა მიიღოთ ის მომსახურება, რომელიც ინტერნეტის ქსელთან დაბალსიჩქარიანი კავშირის შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა, მაგალითად, ინტერენტ-ტელეფონი, ვიდეოზარი, ონლაინ ვიდეომომსახურება...
ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით Log-in Georgia-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი 1.000 სოფლის 500.000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ-მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა.