მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 73,5%-ს მიაღწია: ქვეყნდება ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Natalya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. თურქეთში სამომხმარებლო ფასების ინდექსი კვლავ გაიზარდა და წლიური 73,50% შეადგინა, ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებში.
აპრილში ეს მაჩვენებელი 69,97% იყო. სამომხმარებლო ფასების ზრდამ მხოლოდ ერთ თვეში 2,98% შეადგინა.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მაისში 2022 წლის ინფლაციის პროგნოზი 46,44%-დან 57,92%-მდე გაზარდა. გასულ წელს დისკონტის განაკვეთის რამდენიმე შემცირების შემდეგ ლირის გაუფასურება მკვეთრად დაჩქარდა, რამაც უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის საფინანსო სისტემაზე. მაშინ ეროვნული ვალუტის რყევების ფონზე წლიურმა ინფლაციამ 36% შეადგინა.
გასული წლის 23 ნოემბრის ლირის კოლაფსი (18%-ით) ყველაზე მაღალი იყო ბოლო 20 წლის განმავლობაში. დოლარის კურსმა 20 დეკემბერს რეკორდულ ნიშნულს — 18,4 ლირას მიაღწია, მაშინ, როცა გასული წლის იანვარში 7,4 ლირა ღირდა.
წელს თურქეთის ცენტრალური ბანკი უცვლელად ინარჩუნებს კურსს, თუმცა ლირა თანდათან მაინც სუსტდება. თუ იანვრის ბოლოს დოლარის მიმართ ლირის კურსი დაახლოებით 13,5 ლირა იყო, აპრილის ბოლოს 14,8 ლირა გახდა.
ადრე მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ინფლაცია თურქეთში 2022 წლის ბოლოს შემცირდება და 2023 წელს ერთნიშნა მაჩვენებელს მიუახლოვდება, ანუ 10%-ზე დაბლა დაიწევს.
ყველა ახალი ამბავი
0