ევროპა უარს ამბობს რუსულ ნავთობზე - მოსალოდნელი შედეგების ანალიზი

© photo: Sputnik / Илья Питалев / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
ვადიმ პავლოვი
მიმდინარე კვირას ბრიუსელში ევროკავშირის რიგგარეშე სამიტი ჩატარდა, რომელზეც წევრი ქვეყნები რუსულ ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ.
მოსალოდნელია, რომ აკრძალვა შეეხება ევროპაში ექსპორტირებული რუსული „შავი ოქროს“ 75%-ს. წლის ბოლომდე კი ეს მაჩვენებელი შეიძლება 90%-მდე გაიზარდოს.

არასრულფასოვანი აკრძალვა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტის ნაწილობრივ აკრძალვაზე შეთანხმდნენ. მათი ჩანაფიქრით, აკრძალვა დაუყოვნებლივ უნდა შეეხოს იმპორტირებული ნავთობის 75%-ს, ხოლო წლის ბოლომდე ამ მაჩვენებელმა 90%-ს უნდა მიაღწიოს.
ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადეს.
აკრძალვა გავრცელდება ნავთობის ტანკერებით გადაზიდვაზე, მაგრამ დროებით არ შეეხება მილსადენებს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
რუსული ხერხი, ანუ რატომ გადაიდო კვლავ დეფოლტი
ავტორიტეტულმა საერთაშორისო სააგენტო Bloomberg-მა ემბარგოს შედეგად რუსეთის პოტენციური დანაკარგი დაითვალა. მათი აზრით, რუსეთი დაკარგავს წელიწადში დაახლოებით 22 მლრდ დოლარს.
თუმცა ევროპისთვის ამ სასიამოვნო ისტორიაში არის ერთი უსიამოვნო მომენტიც: პრაქტიკულად იმთავითვე გამოჟონა ინფორმაციამ გამონაკლისების შესახებ, რომლებზეც ევროსაბჭოსა და ევროკომისიის თავკაცებს არაფერი უთქვამთ.

ევროპული ფალსტრატი

როგორც აღმოჩნდა, საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის ევროპაში შეტანა არა დღესვე, არამედ მხოლოდ მომდევნო წლის დასაწყისიდან აიკრძალება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს სხვა ბაზრებზე გადაწყობის დრო.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა წინასწარ დაიწყო ექსპორტის დივერსიფიკაციაზე ზრუნვა, ვიდრე ევროპელები ნავთობის ემბარგოს დაწესებაზე მსჯელობდნენ. რუსული ნავთობი დიდი მოცულობით იგზავნება ინდოეთსა და ჩინეთში.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, რუსეთი დღეს მსოფლიოში ნავთობის მწარმოებელი სიდიდით მესამე ქვეყანაა (აშშ-ისა და საუდის არაბეთის შემდეგ) და მეორე - ნედლი ნავთობის ექსპორტის მაჩვენებლით (საუდის არაბეთის შემდეგ). ამიტომ დასავლეთს მოუწევს, გაითვალისწინოს ნავთობის ბაზარზე ასეთი დიდი მოთამაშის აზრი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2022
უკრაინა ევროპას გაზის გარეშე ტოვებს: გაწყვეტს თუ არა რუსეთი სატრანზიტო კონტრაქტს?
რუსეთმა უკვე გაზარდა ნავთობის ექსპორტი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში. იხილება ასევე ახალ პროექტებში მონაწილეობა, როგორიცაა, მაგალითად, „აღმოსავლეთ ციმბირი-წყნარი ოკეანის“ მილსადენის ჩინეთისკენ გაფართოება.
კომპანია Kpler-ის მონაცემებით, მაისის ბოლოსთვის აზიის ქვეყნებმა პირველად გაუსწრეს ევროპას რუსეთისგან შეძენილი ნავთობის მოცულობით.
რუსეთისთვის პერსპექტიული ბაზარია ინდოეთი. მარტში ინდოეთმა 11 მლნ ბარელი შეიძინა, აპრილში - 27 მლნ, მაისში - 21 მლნ ბარელი. შესადარებლად - 2021 წელს ინდოეთმა რუსეთისგან მხოლოდ 21 მლნ ბარელი ნავთობი შეისყიდა.
ჩინეთმა რუსეთისგან მარტიდან მოყოლებული, 14,5 მლნ ბარელი ნავთობი შეიძინა, რაც სამჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მიუხედავად ფასდაკლებისა, აზიაში რუსული ნავთობის ღირებულება მაინც მაღალია გასული წლის ფასზე (ერთი ბარელი Urals-ის საშუალო ფასი იანვარ-მაისში იყო $83,48, 2021 წლის იანვარ-მაისში - $61,62).

აკრძალულია, მაგრამ მაინც შეიძლება

როგორც აღმოჩნდა, მილსადენებით იმპორტი აიკრძალება მხოლოდ მაშინ, როდესაც იმ ევროპული ქვეყნების პრობლემები გადაწყდება, რომლებიც დამოკიდებული არიან რუსულ ნავთობზე და არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი.
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2022
რა ელის ევროპას რუსული ნავთობისა და გაზის გარეშე - ექსპერტების მოსაზრება
მაგალითად, ჩეხეთი გადაწყობას შეძლებს 1,5 წელიწადის განმავლობაში, უნგრეთისთვის კი, რომელიც ემბარგოს მთავარი მოწინააღმდეგეა, საბოლოო ვადა ჯერ არ არის განსაზღვრული.
ბულგარეთი გააგრძელებს რუსული ნავთობის იმპორტს ზღვის ტერმინალით, ვინაიდან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის სიტყვებით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილი“ ბულგარეთში უპირატესად რუსულ ნავთობზე მუშაობს.
ამიტომ 2024 წლამდე რესპუბლიკა რუსეთში ნავთობის ყიდვას და ზღვით მის შეტანას შეძლებს.
არასრულფასოვანი ემბარგოს კიდევ ერთი საინტერესო პუნქტი ევროკავშირის ქვეყნებისთვის, რომლებიც „საკუთარი ნებით“ არ დასთანხმდებიან იმპორტის შეჩერებას, არის ნებართვა, შეიძინონ რუსულ ნავთობი სხვა წყაროებიდან.
ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება ევროკავშირში. ქვეყნების ნაწილი იძულებული იქნება, ეძებოს ხვრელები რუსეთთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად, ვინაიდან სრულფასოვანი ალტერნატივა არ გააჩნიათ.

სავალალო შედეგები

გამოცხადებული მიზანი - არის რუსეთის დატოვება ნავთობის ექსპორტისგან მიღებული შემოსავლის გარეშე. თუმცა დასავლეთის ყველა გადაწყვეტილებაზე ბაზარი დაუყოვნებლივ რეაგირებს და ნავთობის ფასები ზევით-ზევით მიიწევს.
  - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2022
დეფოლტი ერთ კვირაში? რა ელის რუსეთს
ემბარგოს გამოცხადების შემდეგ ერთი ბარელი Brent-ის მარკის ნავთობის ფასი $123-ს ასცდა, მაშინ როდესაც, რუსეთის ბიუჯეტში ჩადებული საბაზო ფასი შეადგენს $44,2-ს.
თუ ევროპაში გასატანი ნავთობი სხვაგან ვერ გაიყიდება, დანაკლისს მაღალი ფასები აანაზღაურებს.
გამოდის, რომ ევროპის მიერ გამოცხადებული მიზანი ვერ იქნება მიღწეული. მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე არც ის არის მოსალოდნელი, რომ ნავთობის ფასი $115-ს ჩამოცდება.
არც იმის დავიწყება ღირს, რომ ნავთობის მსოფლიო ბაზარი დეფიციტში დარჩება. ემბარგო ამ დეფიციტს კიდევ უფრო გააღრმავებს.
სხვა ფაქტორები, რომლებიც ნედლეულს კიდევ უფრო გააძვირებს, არის ჩინეთში ანტიკოვიდური შეზღუდვების გაუქმება, ასევე აშშ-ში ნავთობის რეზერვებიდან ნედლეულის გაყიდვის შეწყვეტის აუცილებლობა და ბაზარზე ნავთობის შეძენა საცავების შესავსებად.
შედეგად, დღეს ჩანს მოვლენების განვითარების ორი სცენარი. ან რუსეთს მოუწევს ექსპორტისა და მოპოვების შემცირება, რაც გაზრდის ნავთობის დეფიციტს ბაზარზე და გააძვირებს მას, ან ევროპას მოუწევს შემოვლითი გზებით რუსული ნავთობის შეძენა, რომლის ძირითადი საექსპორტო მოცულობა უკვე აზიისკენ იქნება მიმართული.
  - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2022
რა შეიძლება მოჰყვეს ევროპაში რუსეთის ენერგოსექტორზე ზეწოლას
რუსეთი ძლიერ წაგებული არცერთ შემთხვევაში არ დარჩება.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ ანტირუსული სანქციები დიდხანს იმოქმედებს და ამიტომ ყველა სავაჭრო მარშრუტი უნდა შეიცვალოს - მრავალი წლით, თუ სამუდამოდ არა. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მაქსიმალურად ძლიერად უკვე ამ ზაფხულს იგრძნობენ.
მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ბატონ დრაგის არ დაუზუსტებია, კონკრეტულად ვინ იგრძნობს ამ სანქციებს მაქსიმალურად ძლიერად.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0