თბილისის ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა

© photo: Sputnik / Stringerისრაელისა და საქართველოს დროშები
ისრაელისა და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
ანძა ისრაელ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად განათდა.
თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. თბილისის ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა, ინფორმაციას საქართველოში ისრეალის საელჩო ავრცელებს.
თბილისის ანძა ისრაელ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად განათდა.
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის დედაქალაქის მერ კახა კალაძეს და თბილისის მუნიციპალიტეტს მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0