საბავშვო წარმოდგენების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

© photo: Sputnikსაქართველოს კულტურის სამინისტრო
საქართველოს კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
ცალკეულ კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
კონკურსი „საბავშვო მუსიკალური/საბალეტო სპექტაკლების/წარმოდგენების სადადგმო და სხვა ხარჯით ხელშეწყობა“ წელს პირველად იმართება და მისი ბიუჯეტი 100 ათას ლარს შეადგენს.
კონკურსის მიზანია ქართული საბავშვო მუსიკის შექმნის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია; საბავშვო მუსიკალური და საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაცია; ბავშვთა შემოქმედებით პროცესში ჩართულობის გაძლიერება, მათი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და სხვ.
ახალგაზრდა ხელოვანთა ხელშეწყობის მიზნით კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა>>
საკონკურსოდ მიიღება პროექტები საბავშვო მუსიკალური/ქორეოგრაფიული სპექტაკლების/წარმოდგენების/მიუზიკლების სადადგმო და სხვა ხარჯების დასაფინანსებლად (გარდა უცხოეთში გასტროლისა).
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (მოქმედ ნებისმიერ თეატრს ან ორგანიზაციას, რომელიც ეწევა საბავშვო მუსიკალურ/საბალეტო თეატრალურ საქმიანობას).
უწყების ინფორმაციით, კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს:
1.
რომელშიც გამოყენებულია ქართველი კომპოზიტორის მიერ შექმნილი მუსიკა;
2.
რომლისთვისაც საგანგებოდ შეიქმნა მუსიკა ქართველი კომპოზიტორის მიერ;
3.
რომელსაც აქვს თანადაფინანსება.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 ივნისიდან 10 ივნისის 12:00 საათამდე.
ყველა ახალი ამბავი
0