მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ ორ საქმეს იხილავს.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო, რადგან მან პროცესზე დასწრება ვერ შეძლო.
დღევანდელ პროცესზე სიტყვით მიხეილ სააკაშვილს უნდა ესარგებლა, თუმცა ბრალდებული სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ესწრებოდა – ცნობილია, რომ მას ამჟამად კლინიკაში მკურნალობენ.
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი დღევანდელ სხდომაზე გამოვიდა წინადადებით, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესი გასვლით რეჟიმში კლინიკაში გამართულიყო, მაგრამ ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში.

„არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სხდომის ჩატარებას, რადგან სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა არ მოიცავს მხოლოდ სასამართლოში მისვლას, ამიტომ ეს შემოთავაზება ყველა შემთხვევაში უშედეგო იქნება. შესაბამისად, იქამდე მოცდა მოგვიწევს, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა სასამართლო სხდომებზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას არ მისცემს“, – განაცხადა ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.

პატიმარი სააკაშვილი 12 მაისიდან „ვივამედში“ მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გამგზავრებას მოითხოვენ.
საქმის დეტალები
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
შედეგი არის ნული: ექიმმა კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა
საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
ყველა ახალი ამბავი
0