https://sputnik-georgia.com/20220602/eqimma-saakasvilis-mkurnalobis-metodebi-gaakritika-267069639.html
შედეგი არის ნული: ექიმმა კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა
შედეგი არის ნული: ექიმმა კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა
Sputnik საქართველო
სააკაშვილს პენიტენციურ სისტემაში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, ახლა კი მისი მკურნალობა უბრალოდ სიმპტომურია, აღნიშნავს ექსპერტი. 02.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-02T14:14+0400
2022-06-02T14:14+0400
2022-06-02T19:31+0400
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263673960_0:17:1280:737_1920x0_80_0_0_1188d38e0717767b383af7a05cc63a03.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მკურნალობა, რომელსაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იღებს, არ გამომდინარეობს მისი დიაგნოზიდან, ამიტომ „შედეგი ნულია“.პატიმარი სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.მარიამ ჯიშკარიანის თქმით, პენიტენციურ სისტემაში თავის დროზე სააკაშვილს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, ახლა კი მას უბრალოდ სიპტომურად მკურნალობენ.მან ასევე აღნიშნა, რომ დეკემბერში მათ მიერ რეკომენდებული ნეირომიოგრაფია სააკაშვილს მხოლოდ მარტში ჩაუტარდა, ამიტომ, მისი თქმით, მკურნალობას არ შეიძლება ადეკვატური ეწოდოს.ჯიშკარიანის აზრით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მრავალპროფილურ ცენტრში გადაყვანა, სადაც მას ჩაუტარებენ კვებით აღდგენის თერაპიას, ანუ ნუტრიციულ რეაბილიტაციას.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი უწყება სამართლებრივი საფუძვლების გარეშე საპატიმროდან არცერთ პატიმარს არ გაუშვებს, მათ შორის არც ექს-პრეზიდენტს.„გამორიცხულია“ - კობახიძე სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაძლო მკურნალობის შესახებ>>სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263673960_0:0:1139:854_1920x0_80_0_0_d67e010915ba0b5e0aeeb4ec523d486c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება
შედეგი არის ნული: ექიმმა კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა
14:14 02.06.2022 (განახლებულია: 19:31 02.06.2022) სააკაშვილს პენიტენციურ სისტემაში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, ახლა კი მისი მკურნალობა უბრალოდ სიმპტომურია, აღნიშნავს ექსპერტი.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი მიიჩნევს, რომ მკურნალობა, რომელსაც საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იღებს, არ გამომდინარეობს მისი დიაგნოზიდან, ამიტომ „შედეგი ნულია“.
პატიმარი სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ.
მარიამ ჯიშკარიანის თქმით, პენიტენციურ სისტემაში თავის დროზე სააკაშვილს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს, ახლა კი მას უბრალოდ სიპტომურად მკურნალობენ.
„ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ მკურნალობა და დიაგნოსტიკა იყო არასწორი. მაგალითად, დეკემბერში გაცემული იყო რეკომენდაცია – ჩატარებულიყო თავის ტვინის მრტ კვლევა, ის კი მხოლოდ მაისში ჩატარდა. ეს ადეკვატურად თუ გესახებათ, არ ვიცი“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დეკემბერში მათ მიერ რეკომენდებული ნეირომიოგრაფია სააკაშვილს მხოლოდ მარტში ჩაუტარდა, ამიტომ, მისი თქმით, მკურნალობას არ შეიძლება ადეკვატური ეწოდოს.
ჯიშკარიანის აზრით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მრავალპროფილურ ცენტრში გადაყვანა, სადაც მას ჩაუტარებენ კვებით აღდგენის თერაპიას, ანუ ნუტრიციულ რეაბილიტაციას.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი უწყება სამართლებრივი საფუძვლების გარეშე საპატიმროდან არცერთ პატიმარს არ გაუშვებს, მათ შორის არც ექს-პრეზიდენტს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.