https://sputnik-georgia.com/20220530/gamoricxulia-kobaxize-saakasvilis-sazravrgaret-sesazlo-mkurnalobis-sesaxeb-266995915.html
„გამორიცხულია“ - კობახიძე სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაძლო მკურნალობის შესახებ
„გამორიცხულია“ - კობახიძე სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაძლო მკურნალობის შესახებ
Sputnik საქართველო
საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ
2022-05-30T20:19+0400
2022-05-30T20:19+0400
2022-05-30T23:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:82:761:510_1920x0_80_0_0_71defe2bab8e8ced24313e8a07ab5e02.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამორიცხავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას.მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას 12 მაისიდან გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. სააკაშვილის ოჯახი და მისი მხარდამჭერები მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას უცხოეთში სამკურნალოდ.მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა და ის ფაქტი, რომ ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული, მიუთითებს, რომ სამედიცინო მომსახურება ამ დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი.„შესაბამისად, ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ზუსტად ისეთივე მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425539_0:70:761:641_1920x0_80_0_0_252c2d5e5f03828fb017e8caea102f43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობა
ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ მკურნალობა
„გამორიცხულია“ - კობახიძე სააკაშვილის საზღვარგარეთ შესაძლო მკურნალობის შესახებ
20:19 30.05.2022 (განახლებულია: 23:30 30.05.2022) საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ, აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე.
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამორიცხავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ მკურნალობას 12 მაისიდან გადის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან 2021 წლის 1 ოქტომბერს დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. სააკაშვილის ოჯახი და მისი მხარდამჭერები მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას უცხოეთში სამკურნალოდ.
„საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია. საქართველოში ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ მკურნალობა განხორციელდეს. არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ 2012 წლის შემდეგ სასჯელაღსრულების სისტემაში რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა და ის ფაქტი, რომ ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 12-ჯერ არის შემცირებული, მიუთითებს, რომ სამედიცინო მომსახურება ამ დაწესებულებებში ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი.
„შესაბამისად, ყველანაირი სერვისის საშუალება არსებობს. არავითარი მიზეზი საზღვარგარეთ გადაყვანისთვის არ არის. აქედან გამომდინარე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ზუსტად ისეთივე მოპყრობა იქნება სააკაშვილის მიმართ, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.