ქათმის ამ ნაწილების ჭამა კატეგორიულად დაუშვებელია: იაპონელი მეცნიერების გაფრთხილება

CC0 / rawpixel / ქათამი
ქათამი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
თბილისი, 2 ივნისი − Sputnik. ქათმის ხორცი ძალიან ბევრი ადამიანის კვების რაციონში შედის, თუმცა ამ ფრინველის ზოგი ნაწილის ჭამა ზიანს აყენებს ორგანიზმს, წერენ იაპონური პორტალი Sohu-ს ექსპერტები.
მათი თქმით, რეკომენდებული არ არის ქათმის კურტუმის ჭამა, ვინაიდან მასში დიდი რაოდენობით პარაზიტი და ბაქტერია გროვდება. შესაბამისად, ამ ნაწილის ხშირი მიღება უარყოფითად აისახება ჯანმრთელობაზე.
იაპონელი ექსპერტები ასევე არ გვირჩევენ ქათმის ფილტვების ჭამას, ვინაიდან მათში არსებული პარაზიტებისა და ბაქტერიების განადგურება თერმული დამუშავებითაც კი შეუძლებელია. როგორც ირკვევა, ქათმის ფილტვებში მობინადრე „მავნებლები“ საკმაოდ მაღალ ტემპერატურას უძლებენ.
კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სახიფათო ნივთიერებების ბუდედ მიიჩნევა, ეს ქათმის თავია. ხოლო რაც შეეხება კანს, ის არაფერ სასარგებლოს არ შეიცავს, გარდა დიდი რაოდენობით ცხიმებისა და ზედაპირზე მობინადრე პარაზიტებისა და ბაქტერიებისა.
შესაწვევად გამზადებული ქათამი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2020
უნდა მიირთვათ თუ არა ქათმის ფილე: დიეტოლოგი განმარტავს
იაპონელი სპეციალისტების თქმით, ყველაზე სასარგებლო ნაწილი ქათამში მკერდია, ანუ თეთრი ხორცი, რომელიც მდიდარია მაღალი ხარისხის ცილებით. თუმცა მის ჭარბად ჭამას მაინც არ გვირჩევენ, ვინაიდან ბაქტერიები და პარაზიტები თეთრ ხორცშიც ბუდობს.
ექსპერტებმა ასევე დაასახელეს ის მნიშვნელოვანი შეცდომები, რომლებსაც ქათმის მომზადებისას ყველაზე ხშირად ვუშვებთ.
მაგალითად, მკვლევარების აზრით, ფრინველის ხორცი (ასევე ყველა სხვა სახის ხორცი და თევზი) არ უნდა გაირეცხოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ზედაპირზე უხვად არსებული ბაქტერიები, წყლის მიკროწვეთებთან ერთად, მთელ სამზარეულოში გავრცელდება. ჯობს ის უბრალოდ გაწმინდოთ ხელსახოცით და პირდაპირ მოხარშოთ, პირველი ნახარში კი გადაღვაროთ.
იმ შემთხვევაში კი, თუ ქათმის ღუმელში შეწვა გნებავთ, მოაშორეთ და გადაყარეთ მისი შინაგანი ორგანოები. მერე კი გაატყავეთ ქათამი და ისიც სანაგვეში გადაუძახეთ. საქმე ისაა, რომ სწორედ ტყავსა და შინაგან ორგანოებში გროვდება ყველაზე ტოქსიკური ნივთიერებები.

როგორ გავწმინდოთ ქათმის ხორცი ტოქსინებისგან?

ექსპერტების თქმით, არსებობს რამდენიმე უებარი და ძალიან ეფექტური მეთოდი. ერთ-ერთია წყლის, მარილისა და ლიმონის წვენისგან დამზადებული ხსნარი.
ამისათვის ერთმანეთს უნდა შეურიოთ:
წყალი - 1 ლ;
მარილი - რამდენიმე სუფრის კოვზი;
ლიმონის წვენი - 1/4 სუფრის კოვზი.
ჩაალბეთ ქათამი ხსნარში ორი საათით, შემდეგ კი ამოიღეთ და მოამზადეთ როგორც გნებავთ.

ქათმის ჩასალბობად ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ გაზირებული მინერალური
წყალი. ამგვარად ქათმის ხორცი არა მხოლოდ გასუფთავდება ტოქსინებისგან, არამედ საოცრად რბილი და გემრიელიც იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0