https://sputnik-georgia.com/20220602/politikur-brzolasi-arian-cartuli-gia-volski-saakasvilis-eqimebis-sesaxeb-267086918.html
„პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი“ - გია ვოლსკი სააკაშვილის ექიმების შესახებ
„პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი“ - გია ვოლსკი სააკაშვილის ექიმების შესახებ
Sputnik საქართველო
სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც „ხრიკი“ სასჯელისგან გათავისუფლებისთვის, აღნიშნა ვიცე-სპიკერმა
2022-06-02T20:56+0400
2022-06-02T20:56+0400
2022-06-02T23:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511614_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_876336326b0eef1f6b909b2a1077c2b6.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებენ, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მანამდე განაცხადა, რომ მკურნალობა, რომელსაც სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იღებს, არ გამომდინარეობს მისი დიაგნოზიდან, ამიტომ „შედეგი ნულია“. მისი აზრით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მრავალპროფილურ ცენტრში გადაყვანა, სადაც მას ჩაუტარებენ კვებით აღდგენის თერაპიას, ანუ ნუტრიციულ რეაბილიტაციას.მისი თქმით, აქცენტი ძირითადად კეთდება იმაზე, რომ სააკაშვილი, როგორც პატიმარი, ვერ იტანს ისეთ გარემოს, რომელსაც არ არის შეჩვეული, ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.„ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია... პოლიტიკურ ბრძოლაში არიან შესულები და ამ ბრძოლის ერთ-ერთი ელემენტია მუდმივად მოთხოვნა, რომ შევიდეს დამატებით სამედიცინო პერსონალი, რომ რაღაც საკითხი განიხილონ, რომელიც ეხება მისი საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.შედეგი არის ნული: ექიმმა კლინიკა „ვივამედში“ სააკაშვილის მკურნალობის მეთოდები გააკრიტიკა >>„სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სასჯელისგან გასათავისუფლებელი ხრიკი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.მისი თქმით, სააკაშვილს მაღალკვალიფიციური ექიმები მკურნალობენ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, არ ვენდობოდეთ იმ ჰოსპიტლის პერსონალის კვალიფიკაციას, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია, აღნიშნა მან.იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი უწყება სამართლებრივი საფუძვლების გარეშე საპატიმროდან არცერთ პატიმარს არ გაუშვებს, მათ შორის არც ექს-პრეზიდენტს.სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24651/16/246511614_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_54d12f62459377b1f3c83908428b456a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ემპათია მარიამ ჯიშკარიანი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილი ექიმები
ემპათია მარიამ ჯიშკარიანი გია ვოლსკი მიხეილ სააკაშვილი ექიმები
„პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ჩართულნი“ - გია ვოლსკი სააკაშვილის ექიმების შესახებ
20:56 02.06.2022 (განახლებულია: 23:56 02.06.2022) სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სასჯელისგან გასათავისუფლებელი ხრიკი, აღნიშნა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი „ემპათიის“ ექსპერტები ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებულ განცხადებებს აკეთებენ, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა მანამდე განაცხადა, რომ მკურნალობა, რომელსაც სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ იღებს, არ გამომდინარეობს მისი დიაგნოზიდან, ამიტომ „შედეგი ნულია“. მისი აზრით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მრავალპროფილურ ცენტრში გადაყვანა, სადაც მას ჩაუტარებენ კვებით აღდგენის თერაპიას, ანუ ნუტრიციულ რეაბილიტაციას.
„ხშირად კეთდება პოლიტიკური განცხადებები, მათ შორის, უმრავლესობის მხრიდან, მაგრამ რეალურად მეტი უნდა ისმოდეს ჯანდაცვის ექსპერტების მხრიდან, რომლებიც არ არიან პოლიტიკურად ისე ანგაჟირებული, როგორც თუნდაც „ემპათიის“ წარმომადგენლები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ვოლსკიმ.
მისი თქმით, აქცენტი ძირითადად კეთდება იმაზე, რომ სააკაშვილი, როგორც პატიმარი, ვერ იტანს ისეთ გარემოს, რომელსაც არ არის შეჩვეული, ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.
„ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია... პოლიტიკურ ბრძოლაში არიან შესულები და ამ ბრძოლის ერთ-ერთი ელემენტია მუდმივად მოთხოვნა, რომ შევიდეს დამატებით სამედიცინო პერსონალი, რომ რაღაც საკითხი განიხილონ, რომელიც ეხება მისი საზღვარგარეთ გაყვანის აუცილებლობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.
„სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც სასჯელისგან გასათავისუფლებელი ხრიკი“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მისი თქმით, სააკაშვილს მაღალკვალიფიციური ექიმები მკურნალობენ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, არ ვენდობოდეთ იმ ჰოსპიტლის პერსონალის კვალიფიკაციას, რომელიც საკმაოდ ავტორიტეტულია, აღნიშნა მან.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ მისი უწყება სამართლებრივი საფუძვლების გარეშე საპატიმროდან არცერთ პატიმარს არ გაუშვებს, მათ შორის არც ექს-პრეზიდენტს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, უკრაინიდან სამშობლოში 2021 წლის 29 სექტემბერს არალეგალურად დაბრუნდა.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.