11 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის გაუპატიურებას შეეცადა“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 60 წლამდე მამაკაცია, მწყემსი. ის 11 წლის ბიჭზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა და ემუქრებოდა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 60 წლამდე ასაკის მწყემსი>>
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
წყარო: საქართველოს პროკურატურა
ყველა ახალი ამბავი
0