11 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულია 60 წლამდე ასაკის მწყემსი

© photo: Sputnik / Stringerეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. შიდა ქართლში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცია დაკავებული.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული მწყემსია.
ადგილობრივების თქმით, 11 წლის ბიჭი თანატოლებთან ერთად თამაშობდა, რა დროსაც ის მამაკაცმა მიტოვებულ შენობაში შეიტყუა და მასზე სექსუალურად იძალადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით (გაუპატიურება) მიმდინარეობს.
დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0