მსჯავრდებულები და ბრალდებულები უმაღლესი განათლების მიღებას დისტანციურად შეძლებენ

© photo: Sputnik / Giorgi Vardzeliდისტანციური სწავლება
დისტანციური სწავლება - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს, რომლებიც სასჯელს ქართულ ციხეებში იხდიან, პროექტ „ციფრული უნივერსიტეტის“ ფარგლებში საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობა ექნებათ.
დღეს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა N5 (ქალთა) პენიტენციურ დაწესებულებაში ხელი მოაწერეს თანამშრომლობის მემორანდუმს.
პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებს საშუალებას მისცემს, ელექტრონულად მიიღონ განათლება საქართველოში ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფმა პირებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

როგორც იუსტიციის სამინისტროში აღნიშნეს, პენიტენციურ დაწესებულებებში ელექტრონული სწავლების მეთოდის დანერგვა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა მსჯავრდებულთა განათლების უფლების რეალიზაციისა და მათი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
უწყების ინფორმაციით, „ციფრული უნივერსიტეტი“ იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი შესრულებული დაპირება და განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის ნაწილია.
მსჯავრდებულებისთვის „ციფრული უნივერსიტეტი“ ამოქმედდება>>
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყველა პენიტენციური დაწესებულება აღჭურვილია შესაბამისი ბიბლიოთეკებით, სადაც მუდმივ რეჟიმში ხდება წიგნის ფონდის განახლება.
ყველა ახალი ამბავი
0