https://sputnik-georgia.com/20220602/gazvirdeba-tu-ara-gazi-mosaxleobistvis-wlis-bolomde-semekis-gancxadeba-267083620.html
გაძვირდება თუ არა გაზი მოსახლეობისთვის წლის ბოლომდე: სემეკის განცხადება
გაძვირდება თუ არა გაზი მოსახლეობისთვის წლის ბოლომდე: სემეკის განცხადება
Sputnik საქართველო
წლის ბოლოს ყველა მსხვილი კომპანიის ტარიფების გეგმიური რევიზია მოხდება, განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის წევრმა.
2022-06-02T19:06+0400
2022-06-02T19:06+0400
2022-06-02T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/30/238293048_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_2984278eb74b85d2ced1ff42666dcd6c.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. წლის ბოლომდე გაზზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდას არ უნდა ველოდოთ, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრმა გიორგი ფანგანმა.საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.ჩვენ არ ვვარაუდობთ დამატებით ზრდას, მეტიც, ვფიქრობთ, მომავალი ერთი წელიწადი ბუნებრივი აირის ტარიფებთან მიმართებით ყველაზე სტაბილური იქნება. აქ უნდა გავითვალისწინოთ როგორ შეიცვლება ვალუტის კურსი, რადგან სრულად იმპორტირებულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული და ვალუტის კურსი ბევრ რამეს განსაზღვრავს, დაამატა გიორგი ფანგანმა.საქართველოში პროდუქტი კიდევ უფრო გაძვირდება - გადასახადის გადამხდელთა კავშირი >>ამასთან, კომერციული მომხმარებლებისთვის 2022 წლის 1 ივლისიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი იზრდება. ექსპერტების პროგნოზით, ეს სურსათის ფასებზე აისახება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23829/30/238293048_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_ba3a523e4330d452bb3f310e9615668a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაძვირება გაზი მოსახლეობა წლის ბოლო სემეკი განცხადება
გაძვირება გაზი მოსახლეობა წლის ბოლო სემეკი განცხადება
გაძვირდება თუ არა გაზი მოსახლეობისთვის წლის ბოლომდე: სემეკის განცხადება
19:06 02.06.2022 (განახლებულია: 23:26 02.06.2022) წლის ბოლოს ყველა მსხვილი კომპანიის ტარიფების გეგმიური რევიზია მოხდება, განაცხადა სემეკის წევრმა.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. წლის ბოლომდე გაზზე სამომხმარებლო ტარიფის ზრდას არ უნდა ველოდოთ, განაცხადა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) წევრმა გიორგი ფანგანმა.
საქართველოს უმეტეს ნაწილში 2017 წლიდან დღემდე 1 კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის გაზის ტარიფი 53,9 თეთრს შეადგენს.
„წლის ბოლომდე საყოფაცხოვრებო გაზის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. წლის ბოლოს გეგმიურად მოხდება ყველა მსხვილი კომპანიის ტარიფის რევიზია“, – განაცხადა ფანგანმა „TV პირველის“ ეთერში.
ჩვენ არ ვვარაუდობთ დამატებით ზრდას, მეტიც, ვფიქრობთ, მომავალი ერთი წელიწადი ბუნებრივი აირის ტარიფებთან მიმართებით ყველაზე სტაბილური იქნება. აქ უნდა გავითვალისწინოთ როგორ შეიცვლება ვალუტის კურსი, რადგან სრულად იმპორტირებულ პროდუქტზე ვართ დამოკიდებული და ვალუტის კურსი ბევრ რამეს განსაზღვრავს, დაამატა გიორგი ფანგანმა.
ამასთან, კომერციული მომხმარებლებისთვის 2022 წლის 1 ივლისიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი იზრდება. ექსპერტების პროგნოზით, ეს სურსათის ფასებზე აისახება.