https://sputnik-georgia.com/20220602/dris-astroprognpozi-zodiaqos-nisnebistvis-2-ivnisi-267044633.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ივნისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ივნისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 02.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-02T00:15+0400
2022-06-02T00:15+0400
2022-06-02T10:30+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23877/38/238773846_0:152:1920:1232_1920x0_80_0_0_22842f672d852b978d3e473d258b989b.jpg
დღეს 2022 წლის 2 ივნისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.ეცადეთ, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ წვრილმან შემთხვევებს, მცირე დეტალებს. დილიდანვე სწორად გაანაწილეთ პრიორიტეტები და ყურადღება ნამდვილად მნიშვნელოვანზე გაამახვილეთ. გამოგადგებათ იმპროვიზირების უნარი. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ივნისი>>ვერძი: მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატებების მიღწევა შეგიძლიათ, ამიტომ ყურადღება სამუშაოზე მიმართეთ. თქვენი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გამოადგება. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად, შესაძლებელია თანხის მიღება, ასევე არაა გამორიცხული ხარჯიც.კურო: არ გადადოთ ახალი საქმეების აღება, თამამი იდეების რეალიზაცია. დღეს ბევრი რამ გამოგივათ კარგად, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. სჯობს, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. განსაკუთრებით იოლად იკონტაქტებთ ახლობლებთან. ინტუიციის მეშვეობით ადვილად გაუდებთ მათ.ტყუპი: ადვილი არ იქნება, მაგრამ მაინც ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანების გამო არ იღელვოთ. თუ წამიერ ემოციებს არ აჰყვებით, მალე მიხვდებით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარი ფინანსურ საკითხებს დაუთმეთ და აქ თამამად ენდეთ ინტუიციას.კირჩხიბი: მეგობრულად განეწყვეთ. გარშემომყოფების საქციელი დღეს უცნაურად მოგეჩვენებათ: თითქოს ისინი თქვენს პროვოცირებას ცდილობენ. არ აჰყვეთ ამ მცდელობებს. გააკეთეთ თქვენი საქმე აუღელვებლად. არ ენდოთ ახალი ნაცნობების დაპირებებს.ლომი: სავარაუდოდ, მშვიდი დღე არ გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც გაგახარებთ. სამუშაო საკითხებში ინტუიციას ენდეთ. იღბლიანად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.ქალწული: მოვლენებს რეალისტური თვალით შეხედეთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ილუზიების ტყვეობაში არ მოექცეთ. იფრთხილეთ, თუ ვინმე ოქროს მთებს გპირდებათ - წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ მხოლოდ შრომით. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები.სასწორი: მტკიცე განწყობით მიაღწევთ იმას, რაც წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. კარგად ჩაივლის შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან, პარტნიორებთან. ახლობლებთან საერთო ენის გამონახვა ყოველთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ დღის ბოლოს გაუგებრობებს ნათელი მოეფინება.მორიელი: სავარაუდოდ, გასაოცარი მოვლენები გელოდებათ. სრულიად ახალი საქმეების გაკეთებისას გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა და მალე მიაღწევთ წარმატებას. შესაძლებელია მცირე გაუგებრობები ოჯახში, მაგრამ ამას იუმორით შეხედეთ. საღამო რომანტიკული სიურპრიზების დროა.მშვილდოსანი: მოგიწევთ სხვის საქმეებში ჩარევა, რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა. რთული იქნება, მაგრამ ძალიან საინტერესოც. არ მოიწყენთ. თვალი მიადევნეთ ემოციურ მდგომარეობას, განდევნეთ პირქუში აზრები, ურთიერთობები იქონიეთ პოზიტიურ ადამიანებთან.თხის რქა: შეგიძლიათ რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. დღეს მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. ამის წყალობით საქმიან სფეროში ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. სავარაუდოდ, მარტო მოქმედება აჯობებს, რადგან ყველა ვერ გაიგებს თქვენს იდეებს. კარგი დღეა დოკუმენტებთან მუშაობისთვის.მერწყული: ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა, რომლითაც ხანგრძლივი თანამშრომლობა ან ნამდვილი მეგობრობა დაიწყება. საღამო დაუთმეთ იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ.თევზები: იღბლიანი დღე გაქვთ. თუნდაც თავბრუდამხვევ წარმატებებს ვერ მიაღწიოთ, დღის განმავლობაში მაინც უამრავი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ. სერიოზულ საქმეებს დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ. საღამო გექნებათ საშუალება, შეხვდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს.
https://sputnik-georgia.com/20180608/mamakacebis-kompleqsebi-da-SiSebi-zodiaqos-niSnis-mixedviT-240790425.html
https://sputnik-georgia.com/20191105/adamianebis-cxovrebis-azri-zodiaqos-niSnis-mixedviT-246924255.html
https://sputnik-georgia.com/20180710/zodiaqos-niSnebis-sanukvari-faruli-ocnebebi-241135710.html
https://sputnik-georgia.com/20190530/vin-gadarCeba-ukacriel-kunZulze-zodiaqos-robinzon-kruzo-niSnebis-reitingi-245404877.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23877/38/238773846_38:0:1883:1384_1920x0_80_0_0_ca84fe6ab5be24be6df62e4caba76d83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 2 ივნისი
00:15 02.06.2022 (განახლებულია: 10:30 02.06.2022) გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 2 ივნისია, ხუთშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
ეცადეთ, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭოთ წვრილმან შემთხვევებს, მცირე დეტალებს. დილიდანვე სწორად გაანაწილეთ პრიორიტეტები და ყურადღება ნამდვილად მნიშვნელოვანზე გაამახვილეთ. გამოგადგებათ იმპროვიზირების უნარი. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.
ვერძი: მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატებების მიღწევა შეგიძლიათ, ამიტომ ყურადღება სამუშაოზე მიმართეთ. თქვენი ცოდნა და გამოცდილება სხვებსაც გამოადგება. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად, შესაძლებელია თანხის მიღება, ასევე არაა გამორიცხული ხარჯიც.
კურო: არ გადადოთ ახალი საქმეების აღება, თამამი იდეების რეალიზაცია. დღეს ბევრი რამ გამოგივათ კარგად, თუ დროს უქმად არ დაკარგავთ. სჯობს, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. განსაკუთრებით იოლად იკონტაქტებთ ახლობლებთან. ინტუიციის მეშვეობით ადვილად გაუდებთ მათ.
ტყუპი: ადვილი არ იქნება, მაგრამ მაინც ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანების გამო არ იღელვოთ. თუ წამიერ ემოციებს არ აჰყვებით, მალე მიხვდებით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ. დღის მეორე ნახევარი ფინანსურ საკითხებს დაუთმეთ და აქ თამამად ენდეთ ინტუიციას.
კირჩხიბი: მეგობრულად განეწყვეთ. გარშემომყოფების საქციელი დღეს უცნაურად მოგეჩვენებათ: თითქოს ისინი თქვენს პროვოცირებას ცდილობენ. არ აჰყვეთ ამ მცდელობებს. გააკეთეთ თქვენი საქმე აუღელვებლად. არ ენდოთ ახალი ნაცნობების დაპირებებს.
ლომი: სავარაუდოდ, მშვიდი დღე არ გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი მოვლენები, რომლებიც გაგახარებთ. სამუშაო საკითხებში ინტუიციას ენდეთ. იღბლიანად ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ქალწული: მოვლენებს რეალისტური თვალით შეხედეთ. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ილუზიების ტყვეობაში არ მოექცეთ. იფრთხილეთ, თუ ვინმე ოქროს მთებს გპირდებათ - წარმატებას მიაღწევთ, მაგრამ მხოლოდ შრომით. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები.
სასწორი: მტკიცე განწყობით მიაღწევთ იმას, რაც წარმოუდგენლად მიგაჩნდათ. კარგად ჩაივლის შეხვედრები პოტენციურ დამსაქმებლებთან, პარტნიორებთან. ახლობლებთან საერთო ენის გამონახვა ყოველთვის ადვილი არ იქნება, მაგრამ დღის ბოლოს გაუგებრობებს ნათელი მოეფინება.
მორიელი: სავარაუდოდ, გასაოცარი მოვლენები გელოდებათ. სრულიად ახალი საქმეების გაკეთებისას გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა და მალე მიაღწევთ წარმატებას. შესაძლებელია მცირე გაუგებრობები ოჯახში, მაგრამ ამას იუმორით შეხედეთ. საღამო რომანტიკული სიურპრიზების დროა.
მშვილდოსანი: მოგიწევთ სხვის საქმეებში ჩარევა, რამდენიმე საკითხის ერთდროულად გადაწყვეტა. რთული იქნება, მაგრამ ძალიან საინტერესოც. არ მოიწყენთ. თვალი მიადევნეთ ემოციურ მდგომარეობას, განდევნეთ პირქუში აზრები, ურთიერთობები იქონიეთ პოზიტიურ ადამიანებთან.
თხის რქა: შეგიძლიათ რთულ საქმეებს შეეჭიდოთ. დღეს მათ შესანიშნავად გაუმკლავდებით. ამის წყალობით საქმიან სფეროში ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. სავარაუდოდ, მარტო მოქმედება აჯობებს, რადგან ყველა ვერ გაიგებს თქვენს იდეებს. კარგი დღეა დოკუმენტებთან მუშაობისთვის.
მერწყული: ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ როგორც თქვენთვის, ისე გარშემომყოფებისთვის. შესაძლებელია საინტერესო ნაცნობობა, რომლითაც ხანგრძლივი თანამშრომლობა ან ნამდვილი მეგობრობა დაიწყება. საღამო დაუთმეთ იმ ადამიანებთან შეხვედრას, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ.
თევზები: იღბლიანი დღე გაქვთ. თუნდაც თავბრუდამხვევ წარმატებებს ვერ მიაღწიოთ, დღის განმავლობაში მაინც უამრავი სასიამოვნო მომენტი გელოდებათ. სერიოზულ საქმეებს დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ. საღამო გექნებათ საშუალება, შეხვდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს.