https://sputnik-georgia.com/20220601/dris-astroprognozi-1-ivnisi-267003819.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ივნისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ივნისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 01.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-01T00:15+0400
2022-06-01T00:15+0400
2022-06-01T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24449/67/244496781_0:100:1920:1180_1920x0_80_0_0_5097b5deeee7815c2b3363fe56f4113d.jpg
დღეს 2022 წლის 1 ივნისია, ოთხშაბათი. მზარდი კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.თუ გინდათ, დღევანდელი დღე მშვიდად და ჰარმონიულად გაატაროთ, მაშინ შეძლებისდაგვარად ნუ შეეჭიდებით დიდ და მით უმეტეს, საპასუხისმგებლო საქმეებს. დაე, ეს სიზარმაცედ აღიქვან, მაგრამ სჯობს ერთი დღე დაკარგოთ, ვიდრე საქმე გააფუჭოთ.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - 31 მაისი>>ვერძი: შესაძლოა გაოცებულმა აღმოაჩინოთ, რომ გარშემომყოფები თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. ამავე დროს, თქვენთვის ჩვეულებრივზე მეტად რთული იქნება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუ არ გინდათ, ინიციატივა სხვებმა ჩაიგდონ ხელში, ამას მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ.კურო: ბობოქარი საქმიანობის სურვილით გაიღვიძებთ, მაგრამ სჯობს, თავი შეიკავოთ. დღეს ძალზე ადვილია შეცდომების დაშვება, მათ შორის ისეთ საქმეებში, რომლებიც ხუთი თითივით იცით. სწორედ ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, დაისვენოთ. საქმეები კი მოიცდის – ასე უფრო საიმედოდ იქნებით.ტყუპი: დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს და იმას, რაც მოგწონთ, იქნება ეს ჰობი, ფიტნესი, სპა–სალონი, საკვები თუ შოპინგი. სასიამოვნო ატმოსფერო თავს სამყაროსთან ჰარმონიაში გაგრძნობინებთ. ბევრი ხალხის, თუნდაც მეგობრების გარემოცვაში კი თავს არაკომფორტულად იგრძნობთ.კირჩხიბი: თქვენი საქციელი დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე. ხართ ენერგიული, მაგრამ ამ ენერგიის დახარჯვას მხოლოდ ცაიტნოტის რეჟიმში შეძლებთ. თუ თქვენ წინაშე რამე ზეამოცანა არ დადგება, მთელი დღე შეიძლება აპათიაში გაატაროთ. მაგრამ თუ რამე მოხდა, საოცარ თვისებებს გამოამჟღავნებთ.ლომი: გელოდებათ შემთხვევითი მოვლენები, მათ შორის, არასასიამოვნოც, მაგალითად, სამსახურში დაგვიანება, უაზრო კამათი... გაუგებრობები რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ, სჯობს, მიწაზე დაეშვათ, იყოთ მეტად ორგანიზებული და კარი ღია მხოლოდ სასიამოვნო მოულოდნელობებისთვის დატოვოთ.ქალწული: კარგი იქნება, თუ ყოველდღიურობას გამოეთიშებით და ვირტუალური რეალობის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაიძირებით. ამისთვის საკმარისია, გადაშალოთ საინტერესო წიგნი, წახვიდეთ კინოთეატრში... მიიღებთ ნამდვილ სიამოვნებას, დაისვენებთ და პოზიტიური ენერგიით აივსებით.სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოკიდოთ ხელი იმ საქმეებს, სადაც იძულებული ხართ, სხვების იმედი გქონდეთ. ნებსით თუ უნებლიეთ გარშემომყოფებმა შეიძლება დაგაღალატონ. ეს სამუშაო საკითხებსაც ეხება და პირადსაც. გქონდეთ ერთადერთი ადამიანის – თქვენი თავის იმედი. სხვა საქმეები მოიცდის.მორიელი: არაა გამორიცხული, რომ გარშემომყოფების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ. მოგიწევთ კრიტიკის მოსმენა, მათ შორის, შესაძლოა, ახლობლების და საყვარელი ადამიანის მხრიდანაც. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ნამდვილად ინანებს, თუ გაბრაზდით და თავი ვერ შეიკავეთ.მშვილდოსანი: შესანიშნავი დღე გელოდებათ. შეძლებთ ლიდერის თვისებების გამოვლენას და გამარჯვების განწყობის დანერგვას ირგვლივ მყოფებში. რაც უფრო მეტი დაბრკოლება გაჩნდება გზაზე, მით უკეთესი – უფრო აზარტულად იმოქმედებთ. ამიტომ ნუ „დაწვრილმანდებით“ და ყველაზე დიდ საქმეს შეეჭიდეთ.თხის რქა: საკუთარ თავში ეჭვი შეგეპარებათ, იმერყევებთ. გაგიჭირდებათ მარტივი გადაწყვეტილების მიღებაც. თუ სიტუაცია დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, შეიძლება „გაშეშდეთ“ ან შეცდომა დაუშვათ. საჭიროა ცივი გონების შენარჩუნება, ან სჯობს, სერიოზული საქმეები თავიდან აირიდოთ.მერწყული: თუ გეგმებზე უარის თქმა მოგიწიათ, სჯობს, ამას შეეგუოთ. უკან დახევას არ ინანებთ – აუცილებლად გამოჩნდება გზა მიზნისკენ. დღეს არავითარ შემთხვევაში არ იწუწუნოთ თქვენს პრობლემებზე. გახსოვდეთ, უმეტესობას საერთოდ არ ადარდებს თქვენი პრობლემები და ზოგს უხარია კიდეც.თევზები: თქვენში შინაგანი წონასწორობა სუფევს და გაქვთ სურვილი, პოზიტივი გარშემომყოფებს გაუზიაროთ. მზრუნველობას გამოიჩენთ გვერდით მდგომი ადამიანების მიმართ. შეიძლება ვინმეს მეურვეობა გაუწიოთ, დაეხმაროთ საქმით ან რჩევით. ეს სიკეთე კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.
https://sputnik-georgia.com/20181128/zodiaqos-sami-niSani-romlebsac-iRbali-arasdros-tovebs-243140592.html
https://sputnik-georgia.com/20220304/zodiaqo-rtuli-mamakacebi-264961015.html
https://sputnik-georgia.com/20211203/zodiaqo-urcxvi-vulgaruli-nisnebi-262546191.html
https://sputnik-georgia.com/20180814/zodiaqos-niSnebis-kriminaluri-qronika-241692223.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24449/67/244496781_107:0:1814:1280_1920x0_80_0_0_b70259657d8d9b1e3b62b4fb33654e56.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 ივნისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 1 ივნისია, ოთხშაბათი. მზარდი კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
თუ გინდათ, დღევანდელი დღე მშვიდად და ჰარმონიულად გაატაროთ, მაშინ შეძლებისდაგვარად ნუ შეეჭიდებით დიდ და მით უმეტეს, საპასუხისმგებლო საქმეებს. დაე, ეს სიზარმაცედ აღიქვან, მაგრამ სჯობს ერთი დღე დაკარგოთ, ვიდრე საქმე გააფუჭოთ.
ვერძი: შესაძლოა გაოცებულმა აღმოაჩინოთ, რომ გარშემომყოფები თქვენით მანიპულირებას ცდილობენ. ამავე დროს, თქვენთვის ჩვეულებრივზე მეტად რთული იქნება ამისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუ არ გინდათ, ინიციატივა სხვებმა ჩაიგდონ ხელში, ამას მტკიცე წინააღმდეგობა უნდა გაუწიოთ.
კურო: ბობოქარი საქმიანობის სურვილით გაიღვიძებთ, მაგრამ სჯობს, თავი შეიკავოთ. დღეს ძალზე ადვილია შეცდომების დაშვება, მათ შორის ისეთ საქმეებში, რომლებიც ხუთი თითივით იცით. სწორედ ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, დაისვენოთ. საქმეები კი მოიცდის – ასე უფრო საიმედოდ იქნებით.
ტყუპი: დაუთმეთ მეტი დრო საკუთარ თავს და იმას, რაც მოგწონთ, იქნება ეს ჰობი, ფიტნესი, სპა–სალონი, საკვები თუ შოპინგი. სასიამოვნო ატმოსფერო თავს სამყაროსთან ჰარმონიაში გაგრძნობინებთ. ბევრი ხალხის, თუნდაც მეგობრების გარემოცვაში კი თავს არაკომფორტულად იგრძნობთ.
კირჩხიბი: თქვენი საქციელი დამოკიდებული იქნება მოვლენების განვითარებაზე. ხართ ენერგიული, მაგრამ ამ ენერგიის დახარჯვას მხოლოდ ცაიტნოტის რეჟიმში შეძლებთ. თუ თქვენ წინაშე რამე ზეამოცანა არ დადგება, მთელი დღე შეიძლება აპათიაში გაატაროთ. მაგრამ თუ რამე მოხდა, საოცარ თვისებებს გამოამჟღავნებთ.
ლომი: გელოდებათ შემთხვევითი მოვლენები, მათ შორის, არასასიამოვნოც, მაგალითად, სამსახურში დაგვიანება, უაზრო კამათი... გაუგებრობები რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ, სჯობს, მიწაზე დაეშვათ, იყოთ მეტად ორგანიზებული და კარი ღია მხოლოდ სასიამოვნო მოულოდნელობებისთვის დატოვოთ.
ქალწული: კარგი იქნება, თუ ყოველდღიურობას გამოეთიშებით და ვირტუალური რეალობის ფანტასტიკურ სამყაროში ჩაიძირებით. ამისთვის საკმარისია, გადაშალოთ საინტერესო წიგნი, წახვიდეთ კინოთეატრში... მიიღებთ ნამდვილ სიამოვნებას, დაისვენებთ და პოზიტიური ენერგიით აივსებით.
სასწორი: ვარსკვლავები გირჩევენ, არ მოკიდოთ ხელი იმ საქმეებს, სადაც იძულებული ხართ, სხვების იმედი გქონდეთ. ნებსით თუ უნებლიეთ გარშემომყოფებმა შეიძლება დაგაღალატონ. ეს სამუშაო საკითხებსაც ეხება და პირადსაც. გქონდეთ ერთადერთი ადამიანის – თქვენი თავის იმედი. სხვა საქმეები მოიცდის.
მორიელი: არაა გამორიცხული, რომ გარშემომყოფების მხრიდან თავდასხმების ობიექტი გახდეთ. მოგიწევთ კრიტიკის მოსმენა, მათ შორის, შესაძლოა, ახლობლების და საყვარელი ადამიანის მხრიდანაც. მაგრამ ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, ნამდვილად ინანებს, თუ გაბრაზდით და თავი ვერ შეიკავეთ.
მშვილდოსანი: შესანიშნავი დღე გელოდებათ. შეძლებთ ლიდერის თვისებების გამოვლენას და გამარჯვების განწყობის დანერგვას ირგვლივ მყოფებში. რაც უფრო მეტი დაბრკოლება გაჩნდება გზაზე, მით უკეთესი – უფრო აზარტულად იმოქმედებთ. ამიტომ ნუ „დაწვრილმანდებით“ და ყველაზე დიდ საქმეს შეეჭიდეთ.
თხის რქა: საკუთარ თავში ეჭვი შეგეპარებათ, იმერყევებთ. გაგიჭირდებათ მარტივი გადაწყვეტილების მიღებაც. თუ სიტუაცია დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს, შეიძლება „გაშეშდეთ“ ან შეცდომა დაუშვათ. საჭიროა ცივი გონების შენარჩუნება, ან სჯობს, სერიოზული საქმეები თავიდან აირიდოთ.
მერწყული: თუ გეგმებზე უარის თქმა მოგიწიათ, სჯობს, ამას შეეგუოთ. უკან დახევას არ ინანებთ – აუცილებლად გამოჩნდება გზა მიზნისკენ. დღეს არავითარ შემთხვევაში არ იწუწუნოთ თქვენს პრობლემებზე. გახსოვდეთ, უმეტესობას საერთოდ არ ადარდებს თქვენი პრობლემები და ზოგს უხარია კიდეც.
თევზები: თქვენში შინაგანი წონასწორობა სუფევს და გაქვთ სურვილი, პოზიტივი გარშემომყოფებს გაუზიაროთ. მზრუნველობას გამოიჩენთ გვერდით მდგომი ადამიანების მიმართ. შეიძლება ვინმეს მეურვეობა გაუწიოთ, დაეხმაროთ საქმით ან რჩევით. ეს სიკეთე კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.