11 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
გამოწერა
ბრალდებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბრალდებულის დაცვის მხარე მოსამართლეს 10 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა. თავად მამაკაცმა ბრალდება უარყო და სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბავშვმა ძალადობის ისტორია გამოიგონა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 31 მაისს დააკავეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებული 60 წლამდე მამაკაცია, მწყემსი. ის 11 წლის ბიჭზე ერთი წლის განმავლობაში ძალადობდა და ემუქრებოდა, რომ თუ მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა.
შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა.
11 წლის ბიჭზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება>>
დაკავებულ მამაკაცს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0