თურქი ბიზნესმენის დაკავების დეტალები: რა იპოვეს ჩხრეკის დროს

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია ბათუმში
პოლიცია ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
ჩხრეკის დროს ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერებები
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაადასტურა კომპანია „მეტრო ჰოლდინგის“ მფლობელის, გალიფ ოზთურქის დაკავება, რომელსაც ბათუმში უმსხვილესი სასტუმროები ეკუთვნის.
ბიზნესმენის საცხოვრებელ მისამართზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად ასევე ამოღებულია ნარკოტიკები, რაც ოზთურქის დაკავების მიზეზიც გახდა.
„აღმოჩენილია სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვს წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში,
საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება, აცხადებენ უწყებაში.
სპეცოპერაცია ბათუმში: დაკავებულია უმსხვილესი სასტუმროების მფლობელი თურქი ბიზნესმენი >>
საგამოძიებო სამსახურმა ოზთურქის საცხოვრებელი სახლის, მისი კომპანიების და დაახლოებული პირების ჩხრეკის ორდერი მიიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.
წყარო - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
ყველა ახალი ამბავი
0