https://sputnik-georgia.com/20220601/saqartvelosi-naadrevi-qorwinebis-winaarmdeg-kampania-daiwyo-267051775.html
„ნუ წაართმევ ბავშვობას" - საქართველოში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
„ნუ წაართმევ ბავშვობას" - საქართველოში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
Sputnik საქართველო
კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 01.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-01T17:18+0400
2022-06-01T17:18+0400
2022-06-01T22:27+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24740/06/247400622_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_45b27b125d5c56830f5918c7e875bf36.jpg
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას", რომელიც არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველების დროული ინფორმირების მნიშვნელობის ხაზგასმა.კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეორგოლი, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფით მხარეებზე და ხაზს უსვამენ ასეთი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და არაერთ ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.კამპანიის ფარგლებში ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები. დამზადდა კამპანიის სიმბოლოებიანი სანიშნეები, მაისურები, გულსაბნევები, ჩანთები და სხვა ბრენდირებული ნივთები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას გადაეცემა სკოლის ადმინისტრაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24740/06/247400622_106:0:1815:1282_1920x0_80_0_0_79fec4b057aacc8aa78f8f42e881bdca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
„ნუ წაართმევ ბავშვობას" - საქართველოში ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო
17:18 01.06.2022 (განახლებულია: 22:27 01.06.2022) კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას", რომელიც არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველების დროული ინფორმირების მნიშვნელობის ხაზგასმა.
„სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა და მსგავსი ფაქტების დროული გამოვლენა. შესაბამისად, ეფექტიანი რეაგირების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობს და ამონიტორინგებს ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ ყველა შესაძლო შემთხვევას", – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ და შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომ მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეორგოლი, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფით მხარეებზე და ხაზს უსვამენ ასეთი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.
კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და არაერთ ღონისძიებას მოიცავს, მათ შორის შეხვედრებს თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.
კამპანიის ფარგლებში ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები. დამზადდა კამპანიის სიმბოლოებიანი სანიშნეები, მაისურები, გულსაბნევები, ჩანთები და სხვა ბრენდირებული ნივთები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას გადაეცემა სკოლის ადმინისტრაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.