საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა - აპრილის მონაცემები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
მიმდინარე თვეში ზრდა შეინიშნებოდა ისეთ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, სასტუმროები, რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში.
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა>>
რაც შეეხება 2022 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელს, უწყების ცნობით, მშპ-ის ზრდა 10,8 პროცენტით განისაზღვრა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0